21:26 - 20 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-11-23 09:42:41, 996 ნახვა

პოლიტიკა
მელია - 19 წლის წინ მიშამ და მისმა გუნდმა მოახდინეს გარღვევა, რაც რუსული მიდრეკილებების მქონე ტერორისტულმა სახელმწიფომ ვერ აპატია

დღეს არის დღე, როდესაც ჩამოშლილი ტერიტორია, იდეით გამსჭვალულმა ადამიანებმა ამბიციურ სახელმწიფოდ აქციეს, - "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელიამ „ვარდების რევოლუციის“ 19 წლისთავს ეხმაურება.

მისი თქმით, დღეს არის დღე, როდესაც მიხეილ სააკაშვილმა და მისმა გუნდმა მოახდინეს გარღვევა, რაც "რუსული იმპერიალისტური მიდრეკილებების მქონე ტერორისტულმა სახელმწიფომ ვერ აპატია". 

"დღეს 23 ნოემბერია, გიორგობა, სინათლის სიბნელეზე გამარჯვების დღე, რწმენისა და ამ რწმენით გაძლიერების და ბოროტების დამარცხების დღე.

დღეს ვარდების რევოლუციიდან 19 წელი გავიდა, დღიდან, როდესაც საქართველოს მოქალაქეების აბსოლუტურმა უმრავლესობამ უძრაობა და კორუფციულ ჭაობში ჩაფლული სახელმწიფო მოძრაობისა და განვითარების სურვილით შეცვალა.

დღეს არის დღე, როდესაც ჩამოშლილი ტერიტორია, სადაც კრიმინალების თარეში, კორუფცია და სრული უპერსპექტივობა იყო, იდეით გამსჭვალულმა ადამიანებმა  ამბიციურ სახელმწიფოდ აქციეს.
ქართულ რეფორმებზე მსოფლიომ დაიწყო საუბარი, მიშამ და მისმა გუნდმა მოახდინეს გარღვევა.
სწორედ ეს ვერ აპატია მას რუსული იმპერიალისტური მიდრეკილებების მქონე ტერორისტულმა სახელმწიფომ, სწორედ ამიტომ, რუსული ოცნების პირობებში მიშა არის პუტინის პირადი ტყვე.
2002 წელს იყო სიბნელე, ახლაც ხელისუფლება ცდილობს დაგვტოვოს ისტორიის ბნელ მხარეს.

თუმცა გვახსოვდეს - რაც უფრო გრძელი არის ღამე, მით უფრო ახლოსაა განთიადი",- განაცხადა მელიამ. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
Bloomberg: დიდი ბრიტანეთი დაბალფასიან, შორი მოქმედების იარაღს ავითარებს, რომლის გამოყენებაც უკრაინაში შეიძლება
ტრამპმა კვლავ გააკრიტიკა იტალიის პრემიერ-მინისტრი
2019 წლის 20 ივნისის მოვლენების წლისთავზე საპროტესტო აქცია გაიმართება
საქართველოში მსუბუქი ავტომობილების იმპორტი ოთხწლიან მინიმუმამდე დაეცა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics