21:24 - 20 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-11-22 18:21:26, 942 ნახვა

პოლიტიკა
კრემლი ამტკიცებს, რომ კიევ-პეჩერის ლავრაში ჩხრეკა რუსულ მართლმადიდებლობასთან ომია

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის მიერ კიევ-პეჩერის ლავრის ტერიტორიაზე ჩატარებული ჩხრეკა და სხვა საგამოძიებო მოქმედებები, რუსეთმა ომის კონტექსტში უნდა განიხილოს. - ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა, დმიტრი პესკოვმა განაცხადა.

მისივე თქმით, უკრაინა, უკვე დიდი ხანია, რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიას ებრძვის.  

"მე ვიტყოდი, რომ ეს უნდა განიხილებოდეს, როგორც მორიგი რგოლი რუსეთის მართლმადიდებლობის წინააღმდეგ ამ სამხედრო მოქმედებების ჯაჭვში". - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ უკრაინის უსაფრთხოების სამსახური კიევ-პეჩორის ლავრაში ჩხრეკას აწარმოებს. აღნიშნულ ინფორმაციას უკრაინული მედია სამართალდამცავ უწყებებზე დაყრდნობით ავრცელებს.

СБУ-ს ცნობით, კიევის უდიდეს მონასტერში, კონტრდაზვერვითი ღონისძიებები ეროვნულ პოლიციასა და ეროვნულ გვარდიასთან ერთად, რუსული სპეცსამსახურების დივერსიული საქმიანობის წინააღმდეგ ტარდება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
Bloomberg: დიდი ბრიტანეთი დაბალფასიან, შორი მოქმედების იარაღს ავითარებს, რომლის გამოყენებაც უკრაინაში შეიძლება
ტრამპმა კვლავ გააკრიტიკა იტალიის პრემიერ-მინისტრი
2019 წლის 20 ივნისის მოვლენების წლისთავზე საპროტესტო აქცია გაიმართება
საქართველოში მსუბუქი ავტომობილების იმპორტი ოთხწლიან მინიმუმამდე დაეცა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics