21:26 - 20 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-11-22 17:27:18, 1188 ნახვა

პოლიტიკა
რუსეთის დუმამ ოკუპირებული აფხაზეთის სოციალურ-ეკონომიკური ხელშეწყობის დოკუმენტი დაამტკიცა

რუსეთის სახელმწიფო დუმამ ოკუპირებული აფხაზეთის 2022-2025 წლების სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სახელმწიფო ხელშეწყობის შესახებ შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა,- აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას რუსეთის სამთავრობო მედია ავრცელებს.

მედიის ცნობით, მინისტრთა კაბინეტმა დოკუმენტი რატიფიკაციისთვის 10 ნოემბერს წარადგინა, ხოლო შეთანხმებას მხარეებმა 4 აგვისტოს მოაწერეს ხელი.

თავად დოკუმენტი რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის სოციალური და ეკონომიკური განვითარების სახელმწიფო პროგრამის განხორციელების ფინანსური დახმარების საკითხებს არეგულირებს და მიხნად ისახავს ალიანსისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმების დადებისას მხარეთა მიერ ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებას.

ამასთან, როგორც მედია განმარტს, საუბარი არ არის თავდაცვის, უსაფრთხოებისა და სამართალდამცავ სფეროებში ვალდებულებებზე.

ხელშეკრულება ასევე განსაზღვრავს მხარეთა უფლებამოსილ ორგანოებს „აფხაზეთის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სახელმწიფო პროგრამის განხორციელებაში ურთიერთქმედებისა და დახმარების საკითხებზე”.

გარდა ამისა, ხელშეკრულება განსაზღვრავს რუსეთის მიერ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში აქტივობების თანადაფინანსების პროცედურასა და პირობებს, ასევე საკონტროლო ზომებს და პასუხისმგებლობას დაფინანსების პირობების შეუსრულებლობისა და სახელმწიფო პროგრამული აქტივობების განხორციელების ძირითადი მიზნობრივი ინდიკატორების შეუსრულებლობისთვის.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
Bloomberg: დიდი ბრიტანეთი დაბალფასიან, შორი მოქმედების იარაღს ავითარებს, რომლის გამოყენებაც უკრაინაში შეიძლება
ტრამპმა კვლავ გააკრიტიკა იტალიის პრემიერ-მინისტრი
2019 წლის 20 ივნისის მოვლენების წლისთავზე საპროტესტო აქცია გაიმართება
საქართველოში მსუბუქი ავტომობილების იმპორტი ოთხწლიან მინიმუმამდე დაეცა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics