22:53 - 20 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-11-22 13:23:58, 665 ნახვა

პოლიტიკა
დავით კირკიტაძე - ნიკა მელიას უკვე ჩვევაში გადაუვიდა მინიშნებებით საუბარი

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი ლევან კირკიტაძე, რომელიც თავმჯდომარეობის არჩევნებში მხარს ლევან ხაბეიშვილს უჭერს, ამბობს, რომ ნიკა მელიას მინიშნებებით საუბარი ჩვევაში გადაუვიდა. 

დავით კირკიტაძემ აღნიშნული კომენტარი იმ ბრალდებების საპასუხოდ გააკეთა, რომლის მიხედვითაც ენმ-ს არჩევნებში დასახელებული კანდიდატების უკან დავით კეზერაშვილი და ვანო მერაბიშვილი დგანან. 

"ნიკა მელიას უკვე ჩვევაში გადაუვიდა მინიშნებებით საუბარი. მე რა ვიცი ის ვის გულისხმობს. არაერთხელ მითქვამს, რომ [კეზერაშვილთან და მერაბიშვილთან] მაკავშირებს მეგობრული ურთიერთობა, მაგრამ ბოლო ერთი კვირაა არც ერთი არ მინახავს",- განაცხადა კირკიტაძემ. 

შეგახსენებთ, რომ 9 ნოემბერს, ირაკლი ნადირაძემ რეგიონულ ლიდერებთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ნაწილი პარტიაში შიდა არჩევნების ჩატარებასა და ახალი თავმჯდომარის არჩევას ითხოვს.

ამის საპასუხოდ, პარტიის მოქმედმა თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ თქვა, რომ ეს იყო ნაჩქარევი განცხადება, რომელსაც "შორსმიმავალი გეგმები" აქვს, თუმცა მზადაა, რომ არჩევნებში მონაწილეობა მიიღოს.

თავმჯდომარის პოსტზე საკუთარი კანდიდატურა წარადგინა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლევან ხაბეიშვილმა და ნიკა მელიასთან დაპირისპირებაში მყოფმა გიორგი მუმლაძემ. აღსანიშნავია, რომ თავმჯდომარეობისთვის ბრძოლას გეგმავდა გიორგი ჩალაძეც, თუმცა მისი კანდიდატურა წარდგენიდან მალევე მოხსნა. 

ნიკა მელიას თქმით, კანდიდატების რაოდენობა კიდევ შემცირდება და საბოლოოდ, მხოლოდ ხაბეიშვილთან "იპაექრებს". 

 

 

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
Bloomberg: დიდი ბრიტანეთი დაბალფასიან, შორი მოქმედების იარაღს ავითარებს, რომლის გამოყენებაც უკრაინაში შეიძლება
ტრამპმა კვლავ გააკრიტიკა იტალიის პრემიერ-მინისტრი
2019 წლის 20 ივნისის მოვლენების წლისთავზე საპროტესტო აქცია გაიმართება
საქართველოში მსუბუქი ავტომობილების იმპორტი ოთხწლიან მინიმუმამდე დაეცა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics