06:41 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-11-22 11:25:12, 905 ნახვა

მსოფლიო
ჩინეთში, ბოლო 6 თვის მანძილზე, COVID-ით პირველი გარდაცვალება დაფიქსირდა - პეკინში მაღაზიები, სკოლები და რესტორნები დაიხურა

ჩინეთში, ბოლო 6 თვის განმავლობაში, ახალი კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა.

BBC-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, შაბათის შემდეგ, დედაქალაქ პეკინში კიდევ 3 ინფიცირებული დაიღუპა, რითაც ქვეყანაში, COVID-19-ის მსხვერპლთა რიცხვი 5 229-მდე გაიზარდა.

როგორც BBC წერს, კვირას, ახალი კორონავირუსით ინფიცირების 24 730 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, რაც აპრილში ინფიცირების დღიურ პიკს მიუახლოვდა.

მთავრობამ, რომელიც აცხადებს, რომ ქვეყანა მძიმე COVID-გამოცდის წინაშე დგას, 21-მილიონიან პეკინში შეზღუდვები დააწესა.

პეკინში, ჰაიდიანისა და ჩაოიანგის რაიონებში მაღაზიები, სკოლები და რესტორნები უკვე დაკეტილია.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics