|
2022-11-22 09:09:28, 1376 ნახვა
ომი უკრაინაში
ზელენსკი - მსოფლიომ რუსეთი ტერორისტულ სახელმწიფოდ უნდა აღიაროს, რადგან ეს ასეა
მსოფლიომ რუსეთი ტერორისტულ სახელმწიფოდ უნდა აღიაროს, რადგან ეს ასეა, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა . მან აღნიშნა, რომ ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა უკრაინის წვლილზე თავისუფლებისა და ევროპული ღირებულებების დაცვაში. „მოვუწოდე ალიანსის ქვეყნებს, მიიღონ კონკრეტული ქმედებები მშვიდობის უკრაინული ფორმულის განსახორციელებლად, რომელსაც შეუძლია საიმედოდ უზრუნველყოს მშვიდობა და სამართლიანობა უკრაინასა და მთელ ევროატლანტიკურ საზოგადოებაში და ასევე მოვუწოდე ნატოს წევრი ქვეყნების ყველა პარლამენტს. საბოლოოდ გადავწყვიტოთ რუსეთის ტერორისტულ სახელმწიფოდ აღიარება. მჯერა, რომ თანდათან მივაღწევთ ამ შედეგს - ასე იქნება რუსეთი აღქმული მსოფლიოში. ზუსტად ისეთი, როგორიც გახდა. ტერორისტულ სახელმწიფოდ", - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა. . ზელენსკიმ ასევე მადლობა გადაუხადა ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის ყველა წევრს, რომლებმაც შესაბამისი რეზოლუცია მიიღეს. შეგახსენებთ, რიმ 21 ნოემბერს ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეამ რუსეთი ტერორისტულ სახელმწიფოდ აღიარა და მისი აგრესიისთვის სპეციალური საერთაშორისო ტრიბუნალის შექმნა მოითხოვა. ნატო-ს 30-ვე ქვეყანამ მხარი დაუჭირა უკრაინის დელეგაციის წინადადებებს ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის შესაბამისი რეზოლუციისთვის. რეზოლუცია გაეგზავნება ნატო-ს წევრ- ყველა ქვეყნის მთავრობასა და პარლამენტს. რეზოლუციაში გათვალისწინებული იყო უკრაინის დელეგაციის სურვილი: უკრაინაში იარაღის მიწოდების გაზრდა; უკრაინის ნატოში გაწევრიანების კონკრეტული ნაბიჯების შემუშავება; მიყენებული ზიანისათვის რუსეთის ფედერაციიდან ანაზღაურების აღების მექანიზმის შექმნა.
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)