22:57 - 20 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-11-21 23:03:58, 970 ნახვა

პოლიტიკა
მელია - საბოლოო ჯამში ენმ-ს თავმჯდომარეობის კანდიდატების რაოდენობა ორამდე შემცირდება

დიდი მოლოდინია, რომ ენმ-ს თავმჯდომარეობის კანდიდატების რაოდენობა შემცირდება, არათუ გაიზრდება. - ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერმა, ნიკა მელიამ განაცხდა.

მისივე თქმით, საბოლოო ჯამში, იქნება 2 კანდიდატი.

"დიდი მოლოდინია, რომ ენმ-ს თავმჯდომარეობის კანდიდატების რაოდენობა შემცირდება, არათუ გაიზრდება.გულწრფელობის ამ ხარისხს შემოგთავაზებთ, ეჭვი არ შეგვპარვია, როდესაც ბატონმა ჩალაძემ და მუმლაძემ კანდიდატურები დააყენეს, პარტიაში ერთხმად განვაცხადეთ, რომ ერთიც და მეორეც არჩევნებამდე კანდიდატურას მოიხსნის. მე და ჩემს თანამოაზრეებს ეჭვი არ გვეპარება, რომ, საბოლოო ჯამში, იქნება 2 კანდიდატი. როგორც ჩანს, ახლა ყველა ასე ვფიქრობთ, რომ ბატონი მუმლაძე დროებით იასპარეზებს და, საბოლოო ჯამში, დავრჩებით მე და ბატონი ლევანი - ჩვენ ვიპაექრებთ. რეალობა თავისთავად საინტერესოა, შემთხვევით არაფერი არ ხდება, განსაკუთრებით, პოლიტიკაში, განსაკუთრებით". - ნათქვამია განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
Bloomberg: დიდი ბრიტანეთი დაბალფასიან, შორი მოქმედების იარაღს ავითარებს, რომლის გამოყენებაც უკრაინაში შეიძლება
ტრამპმა კვლავ გააკრიტიკა იტალიის პრემიერ-მინისტრი
2019 წლის 20 ივნისის მოვლენების წლისთავზე საპროტესტო აქცია გაიმართება
საქართველოში მსუბუქი ავტომობილების იმპორტი ოთხწლიან მინიმუმამდე დაეცა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics