08:08 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-11-21 12:26:23, 1232 ნახვა

მსოფლიო
ყაზახეთის საპრეზიდენტო არჩევნებში 81.31%-ით ყასიმ-ჟომართ თოყაევი ლიდერობს

ყაზახეთში, ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებში ქვეყნის პრეზიდენტი, ყასიმ-ჟომართ თოყაევი 81.31%-ით ლიდერობს. აღნიშნულ ინფორმაციას Tengri News-ი ყაზახეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარ მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.

თოყაევმა არჩევნების ამ დროისთვის არსებული შედეგები შეაჯამა და განაცხადა, რომ მისთვის ხალხის ნდობა და მხარდაჭერა ყველაზე მნიშვნელოვანია. 

„რა თქმა უნდა, ველოდებით არჩევნების ოფიციალურ შედეგებს, თუმცა უკვე შეიძლება ითქვას, რომ ხალხმა დამაჯერებელი ნდობა გამომიცხადა მე, როგორც პრეზიდენტს. ხალხის ნდობა ყველაზე მნიშვნელოვანი ღირებულებაა. ჩვენ უნდა გავამართლოთ ის. დღეიდან, 21 ნოემბრიდან, ყველა მუშაობას უნდა შევუდგეთ“, - განაცხადა თოყაევმა არჩევნების შედეგებზე.

ქვეყნის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელმა, ნურლან აბდიროვმა თქვა, რომ კენჭისყრაში მონაწილეობა ამომრჩეველთა თითქმის 70%-მა, ანუ 8,3 მილიონმა ადამიანმა მიიღო. მათგან, დაახლოებით, 6,5 მილიონმა ადამიანმა ხმა მოქმედ პრეზიდენტს მისცა. თოყაევის კონკურენტებმა კი, ხმების, დაახლოებით, 2-3% მიიღეს.

რეგიონული კვლევების საერთაშორისო ღია საზოგადოების ინსტიტუტის მონაცემებით, ამომრჩეველთა 5,2%-მა ხმა ყველა კანდიდატის წინააღმდეგ მისცა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics