|
2022-11-20 17:32:00, 1692 ნახვა
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური ისევ დაიბომბა
ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური ისევ დაბომბეს. აღნიშნულ ინფორმაციას უკრაინული მედია სახელმწიფო კომპანია Energoatom-ზე დაყრდნობით ავრცელებს. Energoatom-ის ცნობით, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მდებარე ელექსტროსადგურზე რუსებმა 12 დარტყმა განახორციელეს. „დაზიანდა სპეციალურ შენობებთან საკომუნიკაციო ესტაკადები, წყლის შესანახი ავზები, ორთქლის გენერატორის გამწმენდი სისტემა და სადგურის სხვა ინფრასტრუქტურული აღჭურვილობა. ინფორმაცია დაზიანებისა და ნგრევის შესახებ ამ დრომდე ზუსტდება“, - ნათქვამია განცხადებაში. აღსანიშნავია, რომ რუსეთი მომხდარში უკრაინას ადანაშაულებს. შეგახსენებთ, რომ ზაპოროჟიეს ელექტროსადგური რამდენჯერმე დაიბომბა. 6 ნოემბერს, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტომ (IAEA) გაავრცელა ინფორმაცია, რომ ატომური ელექტროსადგური უკრაინის ელექტროსისტემას ისევ დაუკავშირდა.
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)