|
2022-11-20 13:38:12, 1169 ნახვა
მსოფლიო
ბულგარეთში სტამბოლის აფეთქებასთან კავშირში ბრალდებული 5 პირი დააკავეს
ბულგარეთში, სტამბოლში მომხდარ აფეთქებასთან კავშირში ბრალდებული 5 ადამიანი დააკავეს. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს. ბულგარეთის მთავარი პროკურორის, ივან გეშევის განცხადებით, დაკავებულებს შორის მოლდოვის 3 მოქალაქე და 2 სირიელი ქურთია. "ხუთ პირს ბრალი წარედგინა ორი მუხლით - ქვეყნის ფარგლებს გარეთ ტერაქტების ორგანიზებაში თანამონაწილეობისა და ადამიანებით ვაჭრობისთვის", - განაცხადა გეშევმა და დასძინა, რომ თურქეთის ხელისუფლებამ ბულგარეთს ეჭვმიტანილების ექსტრადირება უკვე სთხოვა. შეგახსენებთ, აფეთქება ისტიკლალის გამზირზე, სტამბოლის ერთ-ერთ ყველაზე დატვირთულ ქუჩაზე 13 ნოემბერს მოხდა. აფეთქების შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 80-ზე მეტი დაშავდა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა არც ერთ დაჯგუფებას არ აუღია, თუმცა თურქეთის ხელისუფლება დარწმუნებულია, რომ დამნაშავეები ქურთი სეპარატისტები არიან. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, აფეთქების საპასუხოდ, თურქეთმა ჩრდილოეთ სირიასა და ჩრდილოეთ ერაყში მდებარე ქურთი მებრძოლების ბაზებზე ავიადარტყმები განახორციელა.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)