|
2022-11-19 17:55:02, 885 ნახვა
პოლიტიკა
კავკასიის უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა საერთო საჯარისო ცენტრში საბრძოლო მომზადება გაიარე
საქართველოს თავდაცვის ძალების წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის, საერთო საჯარისო ცენტრი კავკასიის უნივერსიტეტის აკადემიურ და ადმინისტრაციულ პერსონალს მასპინძლობდა. უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა საერთო საჯარისო ცენტრის ხელმძღვანელებისა და ინსტრუქტორების დახმარებით, ოთხდღიანი ინდივიდუალური საბრძოლო მომზადება გაიარეს, რომლის განმავლობაში სამხედრო სამედიცინო, ტოპოგრაფიული, საინჟინრო, საცეცხლე, სამოქალაქო თავდაცვის მიმართულებით თეორიული და პრაქტიკული სწავლებები ჩაუტარდათ. დაბა კრწანისში, სამხედრო ბაზაზე შეკრებილ სტუმრებს საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე, გრიგოლ გიორგაძე შეხვდა, ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადა და იმედი გამოთქვა, რომ თავდაცვის ძალებში მსგავსი შეკრებების ტრადიცია დამკვიდრდება და სამხედრო ქვედანაყოფის ტერიტორიაზე საბრძოლო მომზადების გავლის შესაძლებლობა სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლებსაც ექნებათ. შეკრების მიზანს უნივერსიტეტის პერსონალისთვის თავდაცვის ძალების შესახებ ცნობიერების ამაღლება და სამხედრო დისციპლინებში ინდივიდუალური უნარების გაუმჯობესება წარმოადგენდა. საერთო საჯარისო ცენტრში კავკასიის უნივერსიტეტის აკადემიურმა პერსონალმა თავდაცვის ძალების სტრუქტურის, ამოცანების, სამხედრო სარეზერვო სისტემის, წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის, საერთო საჯარისო ცენტრის შესაძლებლობების შესახებ მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიიღეს.
Bloomberg: დიდი ბრიტანეთი დაბალფასიან, შორი მოქმედების იარაღს ავითარებს, რომლის გამოყენებაც უკრაინაში შეიძლება
ტრამპმა კვლავ გააკრიტიკა იტალიის პრემიერ-მინისტრი
2019 წლის 20 ივნისის მოვლენების წლისთავზე საპროტესტო აქცია გაიმართება
საქართველოში მსუბუქი ავტომობილების იმპორტი ოთხწლიან მინიმუმამდე დაეცა
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ბუდანოვმა ნავროცკის გადაწყვეტილების შემდეგ პოლონეთიდან ჯილდო დააბრუნა
ზელენსკის მიერ ორდენის ჩამორთმევის გამო, სიბიჰა პოლონეთს სახელმწიფო ჯილდოს დაუბრუნებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)