00:25 - 21 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-11-18 22:41:26, 1183 ნახვა

პოლიტიკა
ანა ბუჩუკური: სტუდენტები ითხოვენ ელემენტარული პირობების შექმნას პრობლემას სახელმწიფომ უნდა გასცეს პასუხი

განათლების და მეცნიერების  მინისტრის ინტერპელაციის წესით პარლამენტში გამოსვლის შემდეგ, უფრაქციო პარლამენტის წევრმა, ანა ბუჩუკური   სტუდენტების სოციალურ პრობლემებსა და სტატუსშეჩერებული სტუდენტების საკითხს შეეხო.

„ყველას კარგად გვესმის, რომ გაზრდილი ფასებიდან გამომდინარე, განსაკუთრებულად მძიმე ტვირთად იქცა სტუდენტობა თავად სტუდენტებისა და მათი ოჯახებისთვის. განსაკუთრებით იმ სტუდენტებისთვის, რომლებიც თბილისში  სწავლის გასაგრძელებლად ჩამოდიან.

ეს საკითხი მე კომიტეტზეც დავსვი ფინანსთა მინისტრის მოადგილესთან, ბიუჯეტის განხილვისას. ვფიქრობ, ერთხელ და სამუდამოდ ამ უმძიმეს პრობლემას სახელმწიფომ უნდა გასცეს პასუხი. მესმის, რომ ეს არ ხდება ერთი ხელის მოსმით, ერთ კვირაში და ერთ თვეში, თუმცა, თუ არასოდეს დაიწყებს სახელმწიფო, ყოველთვის იქნება ეს პრობლემა.

ჩვენი გუნდი გავაგრძელებთ ამ საკითხზე მუშაობას და მუდმივად შეხსენებას ხელისუფლებისთვის, რომ სტუდენტების საკითხი დგას მწვავედ და ეს ახალგაზრდები ბევრს არაფერს ითხოვენ ხელისუფლებისგან. ითხოვენ ელემენტარული პირობების შექმნას, რომ მათ ფიზიკურად შეძლონ სწავლის გაგრძელება", - განაცხადა ანა ბუჩუკურმა.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
Bloomberg: დიდი ბრიტანეთი დაბალფასიან, შორი მოქმედების იარაღს ავითარებს, რომლის გამოყენებაც უკრაინაში შეიძლება
ტრამპმა კვლავ გააკრიტიკა იტალიის პრემიერ-მინისტრი
2019 წლის 20 ივნისის მოვლენების წლისთავზე საპროტესტო აქცია გაიმართება
საქართველოში მსუბუქი ავტომობილების იმპორტი ოთხწლიან მინიმუმამდე დაეცა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics