00:26 - 21 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-11-18 17:53:48, 1166 ნახვა

პოლიტიკა
ღარიბაშვილი - სტატუსზე გაცილებით მნიშვნელოვანია ქვეყნის გაერთიანება, რომლის 20%-ის ოკუპაციაც ოპოზიციის ბრალია

სტატუსი რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის, მაგრამ გაცილებით მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის გაერთიანება, რომელზეც ოპოზიცია არ საუბრობს და რომელთა ბრალია ჩვენი ქვეყნის 20 %-ის ოკუპაცია,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა დეპუტატებს დასკვნითი სიტყვით მიმართა და აღნიშნა, ოპოზიციამ, ხელისუფლებაში ყოფნის დროს, "უგუნური პოლიტიკით" ვერ დაიცვა საქართველო, რამაც განაპირობა ქვეყნის ტერიტორიების დროებითი ოკუპაცია და რუსეთის მხრიდან ამ ტერიტორიების  ე.წ აღიარება.

„ძალიან მოკლედ, კიდევ ერთხელ, მინდა ჩემი განმარტება გავაკეთო სტატუსის მნიშვნელობის თაობაზე და ასევე, ვისაუბრო ჩვენი ქვეყნის გაწევრიანების პერსპექტივაზე. ამას გარდა, ძვირფასო მეგობრებო, ჩვენ კარგად გვესმის, რომ ჩვენი რადიკალური ოპოზიცია მიზანმიმართულად ცდილობს, რომ წარმოაჩინოს საზოგადოებისთვის სიტუაცია იმგვარად, თითქოს სხვა საკითხი, სხვა დღის წესრიგი ჩვენ არ გაგვაჩნია. სტატუსი რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის, მაგრამ გაცილებით მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის გაერთიანება, რომელზეც ეს ადამიანები არ საუბრობენ და რომელთა ბრალია, პირდაპირ უნდა ითქვას, ჩვენი ქვეყნის 20 პროცენტის ოკუპაცია. მათი უგუნური პოლიტიკის შედეგია. მათ ვერ დაიცვეს ჩვენი ქვეყანა, რამაც განაპირობა დროებითი ოკუპაცია და ჩვენი ტერიტორიების ე.წ აღიარება რუსეთის მხრიდან",- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
Bloomberg: დიდი ბრიტანეთი დაბალფასიან, შორი მოქმედების იარაღს ავითარებს, რომლის გამოყენებაც უკრაინაში შეიძლება
ტრამპმა კვლავ გააკრიტიკა იტალიის პრემიერ-მინისტრი
2019 წლის 20 ივნისის მოვლენების წლისთავზე საპროტესტო აქცია გაიმართება
საქართველოში მსუბუქი ავტომობილების იმპორტი ოთხწლიან მინიმუმამდე დაეცა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics