|
2022-11-18 11:50:24, 1103 ნახვა
საზოგადოება
ვახტანგ გომელაური სამინისტროს საფეხბურთო გუნდის წევრებს შეხვდა და დააჯილდოვა
შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური სამინისტროს საფეხბურთო გუნდის წევრებს შეხვდა. გუნდმა ცოტა ხნის წინ ევროპის საფეხბურთო ბიზნესლიგების გაერთიანებულ ტურნირში მიიღო მონაწილეობა, პირველი ადგილი დაიკავა და საერთაშორისო კორპორატიული თასის მფლობელი გახდა. დაჯილდოების ცერემონიას ესწრებოდნენ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი - ვაჟა სირაძე და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი - თეიმურაზ მღებრიშვილი. ევროპის საფეხბურთო ბიზნესლიგების გაერთიანებული ჩემპიონატი ნოემბრის დასაწყისში, თურქეთში, ქალაქ ანტალიაში ჩატარდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს საფეხბურთო გუნდი ტურნირის ფინალში გავიდა და თურქეთის ერთ-ერთი უმსხვილესი ბანკის გუნდს „YAPI KREDİ“-ს დაუპირისპირდა. ქართველმა სპორტსმენებმა თურქი მეტოქეები დაამარცხეს ანგარიშით - 7:0 და საერთაშორისო კორპორატიული თასი მოიპოვეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს საფეხბურთო გუნდი არაერთი ეროვნული თუ საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებულია.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)