10:18 - 11 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-11-18 11:10:35, 1104 ნახვა

საზოგადოება
ოთარ შამუგია ავსტრიის რესპუბლიკის ელჩს საქართველოში, თომას მიულმანს შეხვდა

მინისტრმა მადლობა გადაუხადა ელჩს მრავალწლიანი ეფექტიანი თანამშრომლობისთვის და ხაზგასმით აღნიშნა ქვეყნის სატყეო სექტორის რეფორმირების პროცესში ავსტრიის მთავრობის განსაკუთრებული წვლილის მნიშვნელობის საკითხი.

„სამინისტროს საქმიანობის ერთ-ერთი პრიორიტეტი სატყეო სექტორის რეფორმირებაა; შესაბამისად, უწყების მიზანს სატყეო სააგენტოს შესაძლებლობების გაძლიერება წარმოადგენს.  მინდა სიხარულით გაცნობოთ, რომ ჩვენ ახლახან დავასრულეთ ტყის ეროვნული აღრიცხვის პროცესი. ვფიქრობ, სატყეო სექტორის რეფორმის ეფექტიანი განხორციელებით, შევძლებთ ევროკავშირთან მნიშვნელოვან დაახლოებას“,- განაცხადა ოთარ შამუგიამ.

თომას მიულმანმა ქვეყნებს შორის არსებული მეგობრული და მჭიდრო პარტნიორული ურთიერთობების მნიშვნელობის შესახებ ისაუბრა და საქართველოსთან, როგორც საიმედო პარტნიორ ქვეყანასთან სოფლის მეურნეობის და გარემოსდაცვითი მიმართულებით,  თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების სურვილი გამოთქვა. 

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილი და შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
 

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ტრამპი უკმაყოფილოა სამშვიდობო წინადადებებზე ირანის პასუხით
უკრაინამ აღიარა, რომ მისმა დრონებმა ლატვიაში ნავთობის საწყობი დაბომბეს
რუსეთმა და უკრაინამ ერთმანეთი სამდღიანი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულეს
ლონდონში ანტისემიტიზმის წინააღმდეგ მასობრივი მიტინგი გაიმართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics