11:09 - 11 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-11-17 14:31:32, 773 ნახვა

საზოგადოება
საქართველოს თავდაცვის მინისტრი SEDM შეხვედრას დაესწრო

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ბულგარეთში ვიზიტით იმყოფება. ჯუანშერ ბურჭულაძე სოფიაში სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის თავდაცვის მინისტერიალს (SEDM) დაესწრო. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, თავდაცვის მინისტრებმა რეგიონში არსებულ უსაფრთხოების საკითხებზე, უკრაინასა და საქართველოში რუსეთის ოკუპაციასა და ურთიერთთანამშრომლობის საკითხებზე იმსჯელეს. სამუშაო სესიის დასრულების შემდეგ მინისტერიალის მონაწილეებმა ერთობლივ შეთანხმებას მოაწერეს ხელი. მინისტერიალის პარალელურად დაგეგმილია შეხვედრები უცხოელ კოლეგებთანაც.

„ჯუანშერ ბურჭულაძე ბულგარეთისა და რუმინეთის თავდაცვის მინისტრებს შეხვდება და ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებს განიხილავს.

საქართველო SEDM-ის წევრი ქვეყანა 2015 წელს გახდა. სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის თავდაცვის მინისტერიალის მიზანია რეგიონის ქვეყნებს შორის თანამშრომლობის კონსოლიდაცია რეგიონში უსაფრთხოებისა და მშვიდობის, ასევე, რეგიონის ქვეყნების ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის ხელშეწყობის მიზნით. 2017 წელს საქართველომ სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის თავდაცვის მინისტერიალს პირველად უმასპინძლა”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
საპატრიარქო - გაფართოებული კრების დროს მორწმუნეებს შეეძლებათ სამების ტაძრის ეზოში ფეხით შესვლა
პეკინმა დაადასტურა დონალდ ტრამპის სახელმწიფო ვიზიტი ჩინეთში 13-15 მაისს
კალასმა შრიოდერის კანდიდატურა რუსეთთან ევროკავშირიდან მომლაპარაკებლად უარყო - იგი რუსეთის ლობისტია
ტრამპი უკმაყოფილოა სამშვიდობო წინადადებებზე ირანის პასუხით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics