|
2022-11-17 12:34:31, 944 ნახვა
საზოგადოება
ცივ იარაღთან დაკავშირებული რეგულაციები მკაცრდება - პარლამენტმა კანონპროექტს მხარი დაუჭირა
საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მომზადებულ კანონპროექტებს, რომლითაც მკაცრდება ცივ იარაღთან დაკავშირებული რეგულაციები. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შეტანილი ცვლილების თანახმად:
ამასთან, მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დგება აღნიშნული სამართალდარღვევის ერთი წლის მანძილზე მხოლოდ მესამედ ჩადენის შემთხვევაში. გარდა ამისა, სისხლის სამართლის კოდექსში იზრდება სასჯელი ცივი იარაღის ტარებასთან დაკავშირებით. „სისხლის სამართლის კოდექსის 2381 მუხლის პირველი ნაწილისთვის, სანქციის სახით გათვალისწინებულია თავისუფლების აღკვეთა 2 წლამდე ვადით, ნაცვლად 6 თვემდე თავისუფლების აღკვეთისა. ასევე, მკაცრდება პასუხისმგებლობა ნასამართლევი პირის მიერ ცივი იარაღის უკანონო ტარებისათვის - ამ შემთხვევაში, თავისუფლების აღკვეთა ოთხ წლამდე ვადით იქნება დაწესებული“,- აღნიშნულია კანონპროექტში. ინიცირებული კანონპროექტით, ცვლილება შედის ასევე ცივი იარაღის ტარების განმარტებაშიც. კერძოდ:
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ზემოხსენებული ცვლილება გამოწვეულია ბოლო პერიოდის პრაქტიკის ანალიზით. კერძოდ, 2022 წლის იანვარ-სექტემბერში გამოვლინდა მკვლელობის, მკვლელობის მცდელობის და ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტების მნიშვნელოვან ნაწილში დანაშაულის ჩადენის იარაღს წარმოადგენდა ცივი იარაღი. დანით დანაშაულის ჩადენის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი - 53% მკვლელობა/მკვლელობის მცდელობის ფაქტებში ფიქსირდება. აღსანიშნავია, რომ 2022 წლის იანვარ-სექტემბერში, პოლიციის მიერ, ცივი იარაღის ტარების ყველაზე მეტი - 3289 ადმინისტრაციული სამართალდარღვევა გამოვლინდა, ხოლო 417 ფაქტზე გამოძიება დაიწყო ცივი იარაღის უკანონო ტარებასთან დაკავშირებით
საპატრიარქო - გაფართოებული კრების დროს მორწმუნეებს შეეძლებათ სამების ტაძრის ეზოში ფეხით შესვლა
პეკინმა დაადასტურა დონალდ ტრამპის სახელმწიფო ვიზიტი ჩინეთში 13-15 მაისს
კალასმა შრიოდერის კანდიდატურა რუსეთთან ევროკავშირიდან მომლაპარაკებლად უარყო - იგი რუსეთის ლობისტია
ტრამპი უკმაყოფილოა სამშვიდობო წინადადებებზე ირანის პასუხით
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)