07:58 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-11-17 10:45:36, 1014 ნახვა

მსოფლიო
კანადა უკრაინას დამატებით 34 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარებას გადასცემს

კანადა უკრაინას დამატებით, დაახლოებით, 34 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარებას გადასცემს. ამის შესახებ კანადის თავდაცვის მინისტრმა, ანიტა ანანდმა უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფთან (UDCG) ვირტუალურ შეხვედრაზე განაცხადა.

მინისტრმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ კანადა სასწავლო მისიას, გაერთიანებულ სამეფოში ოპერაციის UNIFIER-ის ფარგლებში, 2023 წლის ბოლომდე გაახანგრძლივებს. 

„კანადა ურყევია თავის ვალდებულებაში, დაეხმაროს უკრაინას, რომ დაიცვას თავი პუტინის უკანონო და გაუმართლებელი შემოჭრისგან. დღევანდელი განცხადება კიდევ უფრო დაეხმარება უკრაინას გადაუდებელი საჭიროებების დაკმაყოფილებაში, რადგან ის აგრძელებს პროგრესს თავისი ტერიტორიის დაბრუნებაში. კანადის სამხედრო წვლილი წვრთნების, აღჭურვილობისა და ტრანსპორტის ჩათვლით, განუყოფელი იყო უკრაინის კონტრშეტევაში დღემდე და ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინის გვერდით დგომას მოკლე და გრძელვადიან პერსპექტივაში", - განაცხადა კანადის თავდაცვის მინისტრმა.

უახლესი სამხედრო დახმარების პაკეტი პასუხობს უკრაინის მიერ განსაზღვრულ გადაუდებელ პრიორიტეტებს, მათ შორის:

დაახლოებით, 5 მილიონი აშშ დოლარი უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის (AFU) კრიტიკული თანამგზავრული სურათების მიწოდების გასაგრძელებლად;

18 მილიონ დოლარზე მეტი დამატებითი, მაღალი გარჩევადობის დრონის კამერებისთვის; 

10 მილიონ დოლარამდე დამატებითი ზამთრის აღჭურვილობის უზრუნველსაყოფად AFU-ს მხარდასაჭერად, მათ შორის პორტატული გამათბობლები, თერმული საბნები და საძილე ტომრები კანადური კომპანიებისგან კანადური კომერციული კორპორაციის მეშვეობით.

აღნიშნული დახმარება ავსებს 500 მილიონი აშშ დოლარის დამატებით სამხედრო დახმარების პაკეტს უკრაინისთვის, რომელიც პრემიერ-მინისტრმა, ჯასტინ ტრუდომ ორშაბათს, 14 ნოემბერს გამოაცხადა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics