|
2022-11-17 10:40:39, 651 ნახვა
საზოგადოება
საქართველოს პროკურატურა ევროპის საბჭოს კამპანიაში „მე ვირჩევ თანასწორობას“ ჩაერთო
საქართველოს გენერალური პროკურატურის წარმომადგენლებმა ევროპის საბჭოს კამპანიის „მე ვირჩევ თანასწორობას" გახსნით ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს. თანასწორობის კვირეული ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელის მოადგილემ სტეფან სირბუმ გახსნა. ღონისძიებას სახელმწიფოს უწყებების , პარლამენტის, სახალხო დამცველის, არასამთავრობო სექტორის და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ღონისძიების მონაწილეებს გენერალური პროკურატურის ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის უფროსმა სალომე შენგელიამ სიტყვით მიმართა და დისკრიმინაციისა და შეუწყნარებლობით მოტივირებული დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით უწყებაში განხორციელებულ რეფორმებზე ისაუბრა. თანასწორობის კვირეული ყოველწლიური ღონისძიებაა, რომელიც ტრადიციულად 15-22 ნოემბერს, ტოლერანტობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ევროპის საბჭოს ორგანიზებით ტარდება. თანასწორობის კვირეულის ფარგლებში, საქართველოს პროკურატურა საინფორმაციო ხასიათის შეხვედრებს გამართავს სტუდენტებთან, მოსახლეობასთან, მათ შორის ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებთან და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან. საქართველოს პროკურატურისთვის ადამიანის უფლებების დაცვა და თანასწორობის უზრუნველყოფა მნიშვნელოვანი მიმართულებაა. უწყებაში განხორციელდა არაერთი რეფორმა, რომელიც უზრუნველყოფს დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტიანობის ამაღლებას. შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილ დანაშაულებზე საპროცესო ხელმძღვანელობას სპეციალიზებული პროკურორები ახორციელებენ, რომლებმაც ევროპის საბჭოს მხარდაჭერით, გადამზადების სასწავლო კურსი გაიარეს. ამჟამად, სპეციალიზებულია 150 თანამშრომელი, მათ შორის მენეჯერები, პროკურორები და მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორები. თანასწორობის უზრუნველყოფის მიმართულებით საზოგადოებრივი პროექტების განხორციელება და საზოგადოების სამართლებრივი ცნობიერების ამაღლება, მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება. # საქართველოჩვენშია #თანასწორობისკვირეული2022 #მევირჩევთანასწორობას
საპატრიარქო - გაფართოებული კრების დროს მორწმუნეებს შეეძლებათ სამების ტაძრის ეზოში ფეხით შესვლა
პეკინმა დაადასტურა დონალდ ტრამპის სახელმწიფო ვიზიტი ჩინეთში 13-15 მაისს
კალასმა შრიოდერის კანდიდატურა რუსეთთან ევროკავშირიდან მომლაპარაკებლად უარყო - იგი რუსეთის ლობისტია
ტრამპი უკმაყოფილოა სამშვიდობო წინადადებებზე ირანის პასუხით
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)