|
2022-11-16 14:05:23, 1101 ნახვა
მსოფლიო
პოდოლიაკი - დროა ევროპამ „დახუროს უკრაინის ცა“ მისივე უსაფრთხოებისთვის
დროა ევროპამ „დახუროს უკრაინის ცა“ მისივე უსაფრთხოებისთვის,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა. მისი თქმით, მხოლოდ რუსეთია პასუხისმგებელი უკრაინაში ომზე და მასიურ სარაკეტო დარტყმებზე. „მხოლოდ რუსეთი არის პასუხისმგებელი უკრაინაში ომზე და მასიურ სარაკეტო დარტყმებზე. მხოლოდ რუსეთი დგას ჩვენი მოსაზღვრე ქვეყნებისთვის სწრაფად მზარდი რისკების უკან. არ არის საჭირო, რომ საბაბები ვეძიოთ ძირითადი გადაწყვეტილებების გადასადებად. დროა ევროპამ "დახუროს უკრაინის ცა". მისივე უსაფრთხოებისთვის..“,- წერს პოდოლიაკი. ცნობისთვის, 15 ნოემბერს, უკრაინის ტერიტორიაზე მიმდინარე მასიური სარაკეტო თავდასხმისას, პოლონეთში 2 რუსული რაკეტა ჩამოვარდა, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა. შემთხვევა უკრაინის საზღვრიდან 65 კილომეტრში მდებარე ფერმაში მოხდა. პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა ქვეყნის ტერიტორიაზე რუსული რაკეტის ჩამოვარდნა და გამოიძახა რუსეთის ფედერაციის ელჩი. ამავე დროს, პოლონეთის პრეზიდენტმა დუდამ განაცხადა, რომ ამჟამად არ არსებობს „დამაჯერებელი მტკიცებულება იმის შესახებ, თუ ვინ გაუშვა ეს რაკეტა“. რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტრო ტრადიციულად უარყოფს თავდასხმაში მონაწილეობას. პოლონეთის მოთხოვნით, ნატო-ს ელჩები, 16 ნოემბერს, ალიანსის მე-4 მუხლის საფუძველზე, შეხვდრას გამართავენ.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)