07:00 - 21 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-11-15 16:01:08, 1389 ნახვა

პოლიტიკა
ჯაფარიძე ვარჰეიზე - სამწუხაროა, რომ საქმეში ბილომდე ჩაუხედავი ადამიანი ხელს უწყობს „ოცნების“ სახელით მოძრავ უსინდისოთა სბროდს

ძალიან სამწუხაროა რომ ასეთი, საქმეში ბილომდე ჩაუხედავი ადამიანი ხელს უწყობს ამ „ოცნების“ სახელით მოძრავ უსინდისოთა სბროდს,- ასე ეხმაურება გირჩი-მეტი თავისუფლების ლიდერი, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე ევროკომისარ ოლივერ ვარჰეის განცხადებებას.

ჯაფარიძის თქმით, ევროკომისარი ნებსით თუ უნებლიეთ, უამრავ რესურსს ყრის ანტი-დასავლურ კამპანიაში, რათა ცოტა ხნით კიდევ შეინარჩუნოს „პროევროპული“ იმიჯი

„ვუსმინე ევროკომისარს

დეოლიგარქიზაციაზე ჯერ ვენეციის კომისიაში უნდა გადაიგზავნოს კანონპროექტიო

ანუ არ იცის რომ უარი თქვა ოცნებამ გადაგზავნაზე

მერე თქვა კონკრეტულ ადამიანს არ ეხებაო, არ დაასახელა ბიძინა ევროპარლამენტისგან განახვავებით

მერე ისევ დეოლიგარქიაციაზე და პოლიტპატიმრებზე კითხვაზე, ეგრე დეტალებშიც არ ვარ ჩახედული რა ხდება საქართველოშიო

სასამართლოს მიმართულებით პროგრესი ჩანსო. ალბათ მურუსიძე-გვრიტიშვილის იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ხელახლა ზეიმით შეყვანაში დაინახა პროგრესი

ოპოზიციამ უნდა იმუშაოს მთავრობასთანო. აი ზელენსკის რომ მოუწოდებდა ომამდე ევროპელი ლიდერების ნაწილი, პუტინს დაელაპარაკეო ..

ძალიან სამწუხაროა რომ ასეთი, მისივე თქმით, საქმეში ბილომდე ჩაუხედავი ადამიანი ნებსით თუ უნებლიეთ ხელს უწყობს ამ ოცნების სახელით მოძრავ უსინდისოთა სბროდს, რომელიც უამრავ რესურსს ყრის ანტი-დასავლურ კამპანიაში, ცოტა ხნით კიდევ შეინარჩუნოს „პროევროპული“ იმიჯი

გაივლის 1 წელი და არ იქნება ბიძინას ხელში სტატუსი

სანამ ესენი არიან ხელისუფლებაში, არაფერი არ იქნება მაგ მიმართულებით

პირიქით, სულ უფრო დავშორდებით ევროპას"- წერს ჯაფარიძე.

შეგახსენებთ, რომ დღეს, საქართველოს სამუშაო ვიზიტით ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარი ოლივერ ვარჰეი ეწვია. 

როგორც საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა, ეს არის პირველი მაღალი დონის ვიზიტი მას შემდეგ, რაც საქართველომ ევროპული პერსპექტივა მიიღო.

 

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინის სამივე ყოფილმა პრეზიდენტმა კუჩმამ, იუშენკომ და პარაშენკომ პოლონეთის უმაღლეს ჯილდოზე უარი თქვეს
„ჩემი პოპულარობა შენი საქმე არ არის“: მელონიმ ტრამპის ბოლო თავდასხმებს უპასუხა
Bloomberg: დიდი ბრიტანეთი დაბალფასიან, შორი მოქმედების იარაღს ავითარებს, რომლის გამოყენებაც უკრაინაში შეიძლება
ტრამპმა კვლავ გააკრიტიკა იტალიის პრემიერ-მინისტრი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics