19:03 - 14 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-11-15 09:38:36, 1724 ნახვა

ომი უკრაინაში
გაეროს გენერალურმა ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია რუსეთისგან უკრაინის რეპარაციების შესახებ

გაეროს გენერალურმა ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ფინანსურად პასუხისმგებელია უკრაინაში შეჭრაზე.

დოკუმენტი, კერძოდ, ითვალისწინებს მიყენებული ზიანის აღრიცხვის რეესტრის შექმნას და რეპარაციის გადახდის მექანიზმის შემუშავებას.

რეზოლუციას მხარი დაუჭირა 93 ქვეყანამ (მათ შორის აშშ და ევროკავშირის ყველა ქვეყანა), 13-მა ხმა მისცა წინააღმდეგ, მათ შორის რუსეთი, ბელორუსია, სირია, ირანი, ზიმბაბვე, კუბა, ერითრეა და ჩინეთი. კიდევ 74-მა (ბრაზილია, ინდოეთი, სერბეთი, ყაზახეთი) თავი შეიკავა.

ეს არის გაეროს გენერალური ასამბლეის მეხუთე რეზოლუცია, რომელიც გმობს რუსეთის აგრესიას, რომელიც მიღებულია უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ. ეს რეზოლუციები, გაეროს უშიშროების საბჭოს გადაწყვეტილებისგან განსხვავებით, არ არის სავალდებულო.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საია - გავრცელებული შემაშფოთებელი კადრები სისტემური და სისტემატური საპოლიციო ძალადობის კიდევ ერთ ილუსტრაციას წარმოადგენს, რომელიც წლების განმავლობაში ავტორიტარული რეჟიმის ხელწერად იქცა
პირმა წარსულში არსებული დავის ნიადაგზე 2 კაცი მოკლა
ახმეტაში, შვილის გადარჩენის მცდელობისას მამაკაცი ტბაში დაიხრჩო
ბრიტანეთმა რუსული „ჩრდილოვანი ფლოტის“ ტანკერი დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics