11:59 - 11 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-11-14 13:52:30, 1108 ნახვა

საზოგადოება
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა აზერბაიჯანელ კოლეგას უმასპინძლა

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე აზერბაიჯანის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრს, გენერალ-პოლკოვნიკ ზაქირ ჰასანოვს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. 

უწყების ცნობით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო რეგიონის უსაფრთხოების გამოწვევებს. ჯუანშერ ბურჭულაძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ რეგიონული მტკიცე თანამშრომლობა აუცილებელი გზაა უსაფრთხოების, სტაბილურობისა და მდგრადი განვითარების უზრუნველსაყოფად.

შეხვედრაზე განსაკუთრებული ადგილი დაეთმო საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის არსებული მჭიდრო სტრატეგიული ურთიერთობების გაღრმავების მნიშვნელობას, ისევე როგორც სამმხრივი (აზერბაიჯანი-თურქეთი-საქართველო) თანამშრომლობის ფორმატის შემდგომ განვითარებას. 

ჯუანშერ ბურჭულაძემ და გენერალ-პოლკოვნიკმა ზაქირ ჰასანოვმა თავდაცვის სფეროში არსებული ორმხრივი თანამშრომლობის მიმდინარე და სამომავლო საკითხები განიხილეს და ხელი მოაწერეს თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის 2023 წლის გეგმას. 

შეხვედრას საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ლელა ჩიქოვანი, თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე, ბრიგადის გენერალი ირაკლი ჭიჭინაძე, საქართველოში აზერბაიჯანის ელჩი ფაიგ გულიევი და სხვა ოფიციალური პირები დაესწრნენ. 

პირისპირ შეხვედრამდე, თავდაცვის სამინისტროში აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრის ოფიციალური დახვედრის ცერემონიალი გაიმართა. დღესვე, აზერბაიჯანის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრმა, გენერალ-პოლკოვნიკმა ზაქირ ჰასანოვმა და დელეგაციის წევრებმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს. 
საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, აზერბაიჯანის დელეგაცია, თავდაცვის მინისტრის ხელმძღვანელობით, დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს თავდაცვის აკადემიასაც ესტუმრება.
 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
საქართველოში უფრო მეტი ადამიანი დაუსაქმებელი რჩება, დასაქმების დონე 0.2 პროცენტული პუნქტით შემცირდა
მეუფე იოანე - აშკარაა, რომ გამოცდილება მეუფე შიომ მიიღო უშუალოდ პატრიარქთან ურთიერთობისას
მეუფე ანდრია - 3 კანდიდატია და სამივე მოსალოდნელია პატრიარქი გახდეს
ბაზისბანკის მხარდაჭერით ახალი მასშტაბური კომპლექსი EZO კოლოსისგან შენდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics