10:26 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-11-11 17:36:08, 1563 ნახვა

მსოფლიო
კულებას განცხადებით, უკრაინის სამხედრო დახმარებასთან დაკავშირებით, ბლინკენს ხვალ შეხვდება

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება აცხადებს, რომ ხვალ, 12 ნოემბერს, კამბოჯაში, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ასოციაციის (ASEAN) სამიტის ფარგლებში, აშშ-ს სახელმწიფო მდივანს, ენტონი ბლინკენს შეხვდება.

როგორც კულება აცხადებს, შეხვედრა უკრაინის სამხედრო დახმარებასთან დაკავშირებით გაიმართება.

„ხვალ ძალიან აქტიური დღე მექნება - სახელმწიფო მდივანთან, ენტონი ბლინკენთან ცალკე შეხვედრა გაიმართება. განვიხილავთ უსაფრთხოების მდგომარეობას, უკრაინისთვის ახალი იარაღის მიწოდებასა და რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სანქციების გამოყენებას", - აცხადებს კულება.

ცნობისთვის, ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველმა, ჯეიკ სალივანმა თქვა, რომ შეერთებული შტატები უკრაინას Avenger-ის საზენიტო იარაღს გადასცემს - ეს არის მოკლე დისტანციის საჰაერო თავდაცვის სისტემა, რომლებიც Stinger რაკეტებს ისვრის.

რამდენი ასეთი ინსტალაცია გადაეცემა უკრაინას, ჯერ ცნობილი არ არის.

გარდა ამისა, სალივანის თქმით, შეერთებული შტატები უკრაინას გაუგზავნის რაკეტებს Hawk-ის ინსტალაციისთვის.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აშშ-ის საჰაერო ძალებმა წყნარ ოკეანეში B-2-დან გაშვებული LRASM რაკეტა გამოსცადეს
მოსკოვს კვლავ დრონებმა დაარტყეს, დაიბომბა ნოვოროსიისკის პორტიც
ვიტკოფი ირანთან მოლაპარაკებებისთვის კატარში გაფრინდა
შეერთებული შტატები 40 წლის შემდეგ პირველად შექმნის ახალ ბირთვულ ქობინს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics