10:25 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-11-11 13:43:18, 1443 ნახვა

მსოფლიო
პესკოვის განცხადებით, ვლადიმერ პუტინი G20-ის სამიტს არც ვირტუალურ რეჟიმში დაესწრება

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა, რომელმაც ინდონეზიაში ჩასვლა გადაიფიქრა, G20-ის სამიტს არც ვირტუალურ რეჟიმში დაესწრება. ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

პესკოვის თქმით, რომელსაც რუსული მედია ციტირებს, პუტინის G20-ისა და APEC-ის სამიტებზე ონლაინ რეჟიმში დასწრება ან ვიდეომიმართვა არ იგეგმება, ვინაიდან ეს გადაწყვეტილება "პუტინის განრიგს და რუსეთში ყოფნის აუცილებლობას უკავშირდება".

მიუხედავად იმისა, რომ პუტინი პირადად არ დაესწრება G20-ის ქვეყნების ლიდერების სამიტს,  რუსეთის დელეგაციას საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელი, სერგეი ლავროვი უხელმძღვანელებს.

რაც შეეხება უკრაინის მხარეს -  ვოლოდიმირ ზელენსკი სამიტს, სავარაუდოდ, ონლაინ ფორმატში შეუერთდება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აშშ-ის საჰაერო ძალებმა წყნარ ოკეანეში B-2-დან გაშვებული LRASM რაკეტა გამოსცადეს
მოსკოვს კვლავ დრონებმა დაარტყეს, დაიბომბა ნოვოროსიისკის პორტიც
ვიტკოფი ირანთან მოლაპარაკებებისთვის კატარში გაფრინდა
შეერთებული შტატები 40 წლის შემდეგ პირველად შექმნის ახალ ბირთვულ ქობინს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics