08:17 - 21 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-11-11 11:02:26, 918 ნახვა

პოლიტიკა
​გიორგი ჩალაძე გეგმავს, რომ „ნაცმოძრაობის“თავმჯდომარის პოსტზე საკუთარი კანდიდატურა წარადგინოს

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გიორგი ჩალაძე გეგმავს,რომ პარტიის თავმჯდომარის პოსტზე საკუთარი კანდიდატურა წარადგინოს. 

როგორც ჩალაძე სოციალურ ქსელში წერს, მისი ძირითადი მიზანი მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება იქნება. 

​"დრო არ ითმენს. საჭიროა ეფექტური მოქმედება შედეგით - მიშას თავისუფლება. ფაქტია დღემდე ეს ვერ მოხერხდა. ისიც ფაქტია, რომ შესაძლებელის კეთება არ არის საკმარისი. სასიცოცხლოდ აუცილებელია  მოკლე დროში შედეგის დადება -  მესამე პრეზიდენტის გათავისუფლება! არ ვაპირებ დროის კარგვას წარსულზე , მას ვერ შევცვლი. მაგრამ შეგვიძლია მომავალი შევქმნათ ერთად! 

ამისთვის კი თავდადებასთან ერთად  უმძიმესი შრომა, უდიდესი  პასუხისმგებლობა, თანმიმდევრული, ორგანიზებული  და სისტემური მოქმედებაა  საჭირო. პარტია არის ის ინსტრუმენტი, რომელიც შეუცვლელია ამ ბრძოლაში.

მე მზად ვარ ავიღო პასუხისმგებლობა და ჩვენს ერთგულ, მებრძოლ ,  უღალატო ამომრჩეველთან ერთად  მივიყვანო ბრძოლა ბოლომდე, რომელიც დასრულდება  მიშას გათავისუფლებით. მე მჭირდება ყველა თქვენგანის დახმარება ამ საერთო მიზნის მისაღწევად. ხალხის ძალა, იდეის ერთგულება და სიმამაცე , ეს ყველაფერი  ერთად არის გამარჯვების ფორმულა. 

ამიტომ მე დავაყენებ ჩემს კანდიდატურას არჩევნებში , რომელიც უნდა  ჩატარდეს  ჩვენს გაუტეხელ ამომრჩევლებს შორის აქ და ემიგრაციაში, იმ წესებით და პირობებით, რომელიც ხალხის ნებას უტყუარად ასახავს. მჯერა ამას უზრუნველყოფს პარტიის პოლიტსაბჭო.

დრო არ ითმენს. საჭიროა კოორდინირებული მოქმედება დაუყოვნებლივ როგორც საქართველოში, ასევე ქვეყნის გარეთ. მიშა უნდა გათავისუფლდეს!",- წერს ჩალაძე.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინის სამივე ყოფილმა პრეზიდენტმა კუჩმამ, იუშენკომ და პარაშენკომ პოლონეთის უმაღლეს ჯილდოზე უარი თქვეს
„ჩემი პოპულარობა შენი საქმე არ არის“: მელონიმ ტრამპის ბოლო თავდასხმებს უპასუხა
Bloomberg: დიდი ბრიტანეთი დაბალფასიან, შორი მოქმედების იარაღს ავითარებს, რომლის გამოყენებაც უკრაინაში შეიძლება
ტრამპმა კვლავ გააკრიტიკა იტალიის პრემიერ-მინისტრი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics