10:25 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-11-11 09:46:30, 1344 ნახვა

მსოფლიო
მესამე დღეა აშშ-ში შუალედური არჩევნების შედეგებს ითვლიან - ბოლო მონაცემები

საარჩევნო უბნების დახურვიდან მესამე დღეს, აშშ-ის შუალედური არჩევნების საბოლოო შედეგი კვლავ გაურკვეველია.  

სენატის კონტროლი ახლა დამოკიდებულია სამი შტატის შედეგზე: არიზონა, ნევადა და ჯორჯია, სადაც 6 დეკემბერს მეორე ტური გაიმართება.

მეორე მხრივ, „რესპუბლიკელები“ წარმომადგენელთა პალატაში 218 ადგილს უახლოვდებიან, რაც უმრავლესობის მოპოვებასთან აახლოებს. 

საარჩევნო ჩინოვნიკებმა არაერთხელ აღწერეს საბოლოო შედეგების გამოცხადების შეფერხება, როგორც აშშ-ს არჩევნების ნორმალური, მოსალოდნელი ნაწილი კანდიდატებს შორის მცირე სხვაობის გამო.

CBS News-ის პროგნოზით, წარმომადგენელთა პალატა „რესპუბლიკელებისკენ“ იხრება.

ჯერჯერობით, წარმომადგენელთა პალატაში „რესპუბლიკელებმა“ 211 ადგილი, „დემოკრატებმა“ კი 193 ადგილი მოიპოვეს. 435-ადგილიან პალატაზე კონტროლის მოსაპოვებლად პარტიას 218 მანდატი სჭირდება.

სენატზე კონტროლი კვლავ პრობლემად რჩება. „რესპუბლიკელებს“ ჯერჯერობით 49 ადგილი აქვთ, „დემოკრატებს“ კი - 48.


პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა არჩევნების შედეგები შეაფასა, როგორც "კარგი დღე ამერიკისთვის".





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აშშ-ის საჰაერო ძალებმა წყნარ ოკეანეში B-2-დან გაშვებული LRASM რაკეტა გამოსცადეს
მოსკოვს კვლავ დრონებმა დაარტყეს, დაიბომბა ნოვოროსიისკის პორტიც
ვიტკოფი ირანთან მოლაპარაკებებისთვის კატარში გაფრინდა
შეერთებული შტატები 40 წლის შემდეგ პირველად შექმნის ახალ ბირთვულ ქობინს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics