10:31 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-11-11 09:08:02, 1191 ნახვა

მსოფლიო
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა რუსეთს საბაზრო ეკონომიკის სტატუსი ჩამოართვა

აშშ-ს ვაჭრობის დეპარტამენტმა რუსეთის საბაზრო ეკონომიკის სტატუსი გააუქმა. როგორც გამოცემა Reuters-ი წერს, რუსეთმა შესაბამისი სტატუსი 20 წლის წინ მიიღო. 

აშშ-ს ვაჭრობის დეპარტამენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთის ხელისუფლების დიდმა ჩარევამ ეკონომიკურ პროცესებში გამოიწვია ფასებისა და ხარჯების "დამახინჯება". შესაბამისად, უცნობია, სამართლიანად ადგენენ თუ არა რუსული კომპანიები ფასებს აშშ-ში საქონლის იმპორტზე.

„ეს გადაწყვეტილება აძლევს შეერთებულ შტატებს შესაძლებლობას გამოიყენოს აშშ-ს ანტიდემპინგური კანონების მთელი ძალა ბაზრის დამახინჯების აღმოსაფხვრელად, რაც გამოწვეულია რუსეთის ხელისუფლების გაზრდილი ჩარევით მათ ეკონომიკაში“, - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

რუსეთის უკრაინაში შეჭრის გამო დასავლეთის ქვეყნებმა სანქციების შეზღუდვები დააწესეს, რამაც სერიოზულად დააზარალა რუსეთის ეკონომიკა. 

ამრიგად, ევროკომისარმა ენერგეტიკის საკითხებში კადრი სიმსონმა განაცხადა , რომ ევროპაში გაზის ფასი სტაბილურად იკლებს აგვისტოს შემდეგ, რაც ევროპელებისთვის კარგი ტენდენციაა და რუსეთისთვის შემოსავლის შემცირებას ნიშნავს.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აშშ-ის საჰაერო ძალებმა წყნარ ოკეანეში B-2-დან გაშვებული LRASM რაკეტა გამოსცადეს
მოსკოვს კვლავ დრონებმა დაარტყეს, დაიბომბა ნოვოროსიისკის პორტიც
ვიტკოფი ირანთან მოლაპარაკებებისთვის კატარში გაფრინდა
შეერთებული შტატები 40 წლის შემდეგ პირველად შექმნის ახალ ბირთვულ ქობინს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics