|
2022-11-10 10:36:50, 1931 ნახვა
ომი უკრაინაში
ISW - ხერსონისთვის ბრძოლა არ დასრულებულა, მაგრამ რუსული ჯარების უკან დახევა მახე არ არის
რუსული ჯარების უკან დახევა ხერსონიდან დნეპრის მარცხენა სანაპიროზე უკრაინის შეიარაღებული ძალების წარმატებული ოპერაციების შედეგი იყო და არა დამპყრობლების მახე. ამის შესახებ ინფორმაციას ომის შესწავლის ინსტიტუტი (ISW) ავრცელებს. ანალიტიკოსების აზრით, აგვისტოდან მოყოლებული ხერსონის მიმართულებით უკრაინის კონტრშეტევა - კოორდინირებული ჩაჭრის კამპანიაა, რომელიც მიზნად ისახავდა რუსული ჯარების უკან დახევას დნეპრის გასწვრივ უკრაინის მხრიდან ძირითადი სახმელეთო შეტევების საჭიროების გარეშე, რაც სავარაუდოდ, წარმატებული იყო მათივე თქმით, უკრაინის ჯარები გამუდმებით უტევდნენ ხიდებს მდინარე დნეპრის გასწვრივ, მიწოდების პუნქტებსა და საბრძოლო მასალის საცავებს დნეპრის ნაპირებზე, რამაც შეამცირა რუსული ჯარების შესაძლებლობა გადაეყვანათ ჯგუფი მარჯვენა სანაპიროზე. ISW აღნიშნავს, რომ რუსულმა მედიამ რუსული ჯარების გაყვანის ბრძანება აღწერა, როგორც მიზანმიმართული დარტყმების ბუნებრივი შედეგი, რაც რუსულ ჯგუფს დასავლეთ სანაპიროზე მთავარი მომარაგების არტერიების ფასად დაუჯდა, რამაც თანდათან შეამცირა მისი საერთო ძალა და შესაძლებლობები. ”რუსული ჯარების გაყვანა დნეპრის მარჯვენა სანაპიროდან ნაკლებად სავარაუდოა, რომ იყოს ხაფანგი, რომელიც შექმნილია უკრაინული ჯარების მოსატყუებლად ძვირადღირებულ ბრძოლაში ხერსონის მახლობლად, როგორც ამას ზოგიერთი უკრაინული და დასავლური წყარო ვარაუდობს. რუსეთის სარდლობა, რა თქმა უნდა, შეეცდება შეანელოს უკრაინელი ჯარების წინსვლა, რათა უზრუნველყოს ჯარების მოწესრიგებულად, შესაძლოა, მათ დატოვონ გარკვეული ძალები, რათა შეაფერხონ უკრაინელების წინსვლა ხერსონში",- აცხადებენ ექსპერტები. როგორც უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა, რუსული დაჯგუფებების მნიშვნელოვანი ნაწილი ხერსონში რჩება და ნაადრევია იმის თქმა, რომ დამპყრობლებმა ქალაქი დატოვეს. ამასთან, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლიმირ ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ხერსონის ოლქის მარჯვენა სანაპიროდან სავარაუდო უკან დახევის შესახებ განცხადება არ არის „კეთილგანწყობის ჟესტი“ ან „საჩუქარი“ რუსეთისგან.
ზელენსკიმ ტრამპთან საუბრის დეტალები გაამხილა
ვუჩიჩი გადადგომამდე თბილისში ჩამოვა
ესაა სახელმწიფოს პოლიტიკა, რაზეც პასუხისმგებლობა ივანიშვილსა და ოცნებას ეკისრებათ - TI წამებაზე
საია - გავრცელებული შემაშფოთებელი კადრები სისტემური და სისტემატური საპოლიციო ძალადობის კიდევ ერთ ილუსტრაციას წარმოადგენს, რომელიც წლების განმავლობაში ავტორიტარული რეჟიმის ხელწერად იქცა
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)