20:13 - 08 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-11-08 12:05:08, 995 ნახვა

მსოფლიო
რუსული მედია - ოკუპირებულ ხერსონში დააკავეს 9 პირი, რომლებიც ტერორისტულ თავდასხმებს გეგმავდნენ

რუსეთის სამთავრობო მედიის მტკიცებით, ოკუპირებულ ხერსონში დააკავეს 9 პირი, რომლებიც ადგილობრივი ოფიციალური პირების წინააღმდეგ, ტერორისტულ თავდასხმებს გეგმავდნენ.

როგორც "რია ნოვოსტი" წერს, დაკავებულები უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლები არიან.

"ხერსონის ოლქის ტერიტორიაზე გამოაშკარავებული და აღკვეთილი იქნა СБУ-ს დივერსიული და სადაზვერვო ჯგუფის საქმიანობა. მათი ამოცანები მოიცავდა ტერორისტული აქტების განხორციელებას ხერსონის ოლქის სამხედრო-სამოქალაქო ადმინისტრაციის მაღალჩინოსნების წინააღმდეგ", - აცხადებენ რუსეთის ФСБ-ში.

ФСБ-ს მტკიცებით, დაკავებულებს, სავარაუდოდ, СБУ-ს ოფიცრები - სამირ შკუროვი, ვიქტორ ხომიაკი და დიმიტრი სიდეი კურატორობდნენ.

„ოპერატიული ღონისძიებების ფარგლებში, ამოღებულია 5 კგ-ზე მეტი პლასტმასა, ელექტრო დეტონატორები, 3 ყუმბარა, მცირე იარაღი და საბრძოლო მასალა, ასევე სპეციალური სადაზვერვო ტექნიკა", - ამბობენ ФСБ-ში.

"რია ნოვოსტის" ინფორმაციით, უშიშროების ძალებმა ასევე აღმოაჩინეს და გაანეიტრალეს ბომბის მანქანა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კრიპტო უკვე საქართველოს ბანკის მობილბანკშია – დაიწყე ინვესტირება
ჯანმო: ჰანტავირუსის აფეთქება პანდემიის დასაწყისი არ არის
პოპულარულმა ამერიკულმა ხელოვნური ინტელექტის სისტემამ რუსული ანგარიშების გათიშვა დაიწყო
უკრაინა მოსკოვში აღლუმის დასაცავად საჰაერო თავდაცვის გარეშე დარჩენილი რუსეთში ობიექტების დაბომბვისთვის ემზადება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics