|
2022-11-07 11:19:32, 1118 ნახვა
მსოფლიო
ტრამპი - „დემოკრატებს“ სურთ, აშშ კომუნისტურ კუბად ან სოციალისტურ ვენესუელად გადააქციონ
ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი კონგრესის შუალედური არჩევნების ფარგლებში შეხვედრებს მართავს. BBC-ის ცნობით, ყოფილი პრეზიდენტი, საარჩევნო კამპანიის დასასრულს, ამომრჩევლებს მაიამიში შეხვდა. შეხვედრაზე, თეთრ სახლში ჯო ბაიდენის წინამორბედმა "დემოკრატები" გააკრიტიკა და განაცხადა, რომ მათ შეერთებული შტატები კომუნიზმისკენ მიჰყავთ. „დემოკრატებს" სურთ, ამერიკა გადააქციონ კომუნისტურ კუბად ან სოციალისტურ ვენესუელად“, - განაცხადა ტრამპმა და კიდევ ერთხელ გააკეთა მინიშნება, რომ მან შესაძლოა, 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭი იყაროს. როგორ BBC წერს, გამოკითხვები აჩვენებს, რომ "დემოკრატები", სავარაუდოდ, წარმომადგენელთა პალატაში უმრავლესობას დაკარგავენ. სენატის მაკონტროლებლის ვინაობას პენსილვანიის, ჯორჯიისა და ნევადას უკიდურესად დაძაბული რბოლების შედეგები განსაზღვრავს. აშშ-ში კონგრესის არჩევნები 8 ნოემბერს ჩატარდება.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)