21:05 - 08 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-11-05 14:08:19, 1300 ნახვა

მსოფლიო
პუტინი - უკრაინის ტერიტორიაზე ნაცისტურ რეჟიმთან დაპირისპირება გარდაუვალი იყო

უკრაინის ტერიტორიაზე ნაცისტურ რეჟიმთან დაპირისპირება გარდაუვალი იყო,- ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა.

მისი თქმით, ბოლო ათწლეულის განმავლობაში, დასავლური ქვეყნები უკრაინის საქმეებში პირდაპირ და ფარულად ჩარევაში, ასევე მილიონობით უკრაინელის გონებაში „ფსევდოღირებულებების“ ჩანერგვაში დაადანაშაულა.

„ბოლო ათწლეულების განმავლობაში, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, დასავლეთის ქვეყნები უკრაინის საქმეებში პირდაპირ და ფარულად ერეოდნენ. იგივეს ცდილობდნენ რუსეთთან დაკავშირებით, მაგრამ სამწუხაროდ, უკრაინაში მილიონობით ადამიანის გონებაში „ფსევდოღირებულებების“ ჩანერგვა მოახერხეს, რამაც პრაქტიკულად გამოიწვია ამ ქვეყანაში „ანტირუსეთის“ შექმნა. უკრაინის ტერიტორიაზე გამოჩენილ ნაცისტურ რეჟიმთან დაპირისპირება გარდაუვალი იყო. თებერვალში რომ არ გვემოქმედა, მაშინ ყველაფერი იგივე იქნებოდა, ყველაზე უარესიც კი ჩვენთვის. ისინი ხელს უწყობენ საკუთარ გეოპოლიტიკურ ღირებულებებს, რომლებსაც საერთო არაფერი აქვთ უკრაინელი ხალხის ინტერესებთან. ასევე გრძელდება მცდელობები რუსეთის დასუსტებისა და განადგურების მიზნით. ისინი დგანან უკრაინის მოვლენების უკან. ჩვენ ამას არასოდეს დავუშვებთ; ჩვენ დავიცავთ ჩვენს სამშობლოს ისევე, როგორც ეს ჩვენმა გმირმა წინაპრებმა გააკეთეს“,- განაცხადა პუტინმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„მადიარი“ კრემლის ერთ-ერთი მთავარი სამიზნეა
ჯანმო: ჰანტავირუსის აფეთქება პანდემიის დასაწყისი არ არის
პოპულარულმა ამერიკულმა ხელოვნური ინტელექტის სისტემამ რუსული ანგარიშების გათიშვა დაიწყო
უკრაინა მოსკოვში აღლუმის დასაცავად საჰაერო თავდაცვის გარეშე დარჩენილი რუსეთში ობიექტების დაბომბვისთვის ემზადება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics