15:12 - 21 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-11-04 11:21:54, 1286 ნახვა

პოლიტიკა
ნაზი ჯანეზაშვილი ომბუდსმენობის კანდიდატების გასაუბრებაში მონაწილეობას აღარ მიიღებს

სახალხო დამცველის შერჩევის პროცესი დასასრულს უახლოვდება. დღეს პარლამენტს ბოლო სამი კანდიდატისთვის უნდა მოესმინა, თუმცა საქართველოს სასამართლოს გუშაგის დირექტორმა, ნაზი ჯანეზაშვილმა გასაუბრებაში მონაწილეობაზე უარი თქვა. 

ჯანეზაშვილის თქმით, კანდიდატურის მოხსნას არ აპირებს, თუმცა გასაუბრების ეტაპმა დაუტოვა შთაბეჭდილება, რომ ეს არის "ერთგვარი შოუ", რომლის საფუძველზეც არ მოხდება კანდიდატის შერჩევა. 

"მე არ ვაპირებ, რომ მოვხსნა ჩემი კანდიდატურა, თუმცა ამავდროულად არ ვაპირებ, რომ მივიღო მონაწილეობა გასაუბრებაში. თავდაპირველად, ჩემი ინტერესი რომ ამ პროცესში მიმეღო მონაწილეობა განპირობებული იყო იმით, რომ ახლა ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპია საქართველოსთვის, 12 რეკომენდაციის შესრულების თვალსაზრისით და მივიჩნიე, რომ ეს შეიძლებოდა ყოფილიყო გამონაკლისი და ხელისუფლებას მართლა შეერჩია დამოუკიდებელი კანდიდატი, თუმცა, სამწუხაროდ, გასაუბრების ეტაპმა მე არ დამიტოვა შთაბეჭდილება, რომ შეარჩიონ ასეთი კანდიდატი, რომელიც იქნება საზოგადოებისთვის მისაღები და კვალიფიციური.  ეს პროცესი მიტოვებს შთაბეჭდილებას, რომ გასაუბრების საფუძველზე მოხდეს კანდიდატის შერჩევა და მგონია რომ ეს არის ერთგვარი შოუ და ამიტომაც გადავეწყვიტე, რომ არ მივიღო მონაწილეობა",- განაცხადა ჯანეზაშვილმა. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ევროპაში საბრძოლო ველზე სუპერტანკი წარადგინეს, რომელიც რობოტული კოშკურითა და დრონებითაა აღჭურვილი .
ვენსი შვეიცარიაში ირანთან მოლაპარაკებებისთვის ჩავიდა
მზია ამაღლობელი - ელენე ხოშტარიას მდგომარეობის დაიგნორება გაუჭირდებათ - მინდა მას ვუთხრა, რომ მარტო არ არის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics