21:06 - 08 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-11-03 16:59:40, 1250 ნახვა

მსოფლიო
შოლცი - რუსეთის სასტიკი ომი გვიბიძგებს, ერთად დავდგეთ და ევროპის თავისუფლება დავიცვათ

უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სასტიკი და აგრესიული ომი გვიბიძგებს, ერთად დავდგეთ და ევროპის თავისუფლება საიმედოდ დავიცვათ, - ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა განაცხადა.

შოლცმა ბერლინში, დასავლეთ ბალკანეთის ექვსი ქვეყნის ლიდერებთან შეხვედრაზე აღნიშნა, რომ დრო მოვიდა, ევროპამ რეგიონული კონფლიქტები გადალახოს.

"ახლა დროა, გადავლახოთ რეგიონული კონფლიქტები, რომლებიც დიდი ხანია გრძელდება. კონფლიქტებმა გაგყოთ თქვენ და შეაფერხა თქვენი ქვეყნების სვლა ევროპულ გზაზე", - განაცხადა გერმანიის კანცლერმა.

შოლცის თქმით, ბალკანეთის ქვეყნების - ალბანეთის, ბოსნია-ჰერცოგოვინის, კოსოვოს, ჩრდილოეთ მაკედონიის, მონტენეგროსა და სერბეთის ევროკავშირში გაწევრიანების საკითხი უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის შემდეგ კიდევ უფრო მნიშვნელოვანი გახდა.

”დასავლეთ ბალკანეთის 6 სახელმწიფო მიეკუთვნება ევროპის თავისუფალ და დემოკრატიულ ნაწილს. ამ კონტექსტში, ამ რეგიონის კეთილდღეობა და სტაბილურობა არ შეიძლება განიხილებოდეს დანარჩენი ევროპისგან განცალკევებით. ევროპა არის სრული მხოლოდ დასავლეთ ბალკანეთთან ერთად”, - თქვა კანცლერმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„მადიარი“ კრემლის ერთ-ერთი მთავარი სამიზნეა
ჯანმო: ჰანტავირუსის აფეთქება პანდემიის დასაწყისი არ არის
პოპულარულმა ამერიკულმა ხელოვნური ინტელექტის სისტემამ რუსული ანგარიშების გათიშვა დაიწყო
უკრაინა მოსკოვში აღლუმის დასაცავად საჰაერო თავდაცვის გარეშე დარჩენილი რუსეთში ობიექტების დაბომბვისთვის ემზადება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics