|
2022-11-02 17:32:45, 879 ნახვა
პოლიტიკა
ოხანაშვილი დეოლიგარქიზაციაზე - მოლდოვასაც, ჩვენი ინფორმაციით, გადაწყვეტილი აქვს ამ საკითხის კანონის მიღების გზით დარეგულირება
იურიდიული საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ანრი ოხანაშვილის თქმით, მოლდოვას გადაწყვეტილი აქვს დეოლიგარქიზაციის კანონის მიღება, რომელიც იქნება უკრაინული მოდელის ანალოგი. ოხანაშვილის განმარტებით, დეოლიგარქიზაციის კანონის მიღება სპეკულაციების საგანი გახდა რადიკალური ოპოზიციის მხრიდან, თუმცა, მათ გათვალეს რისკები და გადაწყვიტეს უკრაინული მოდელის მიღება, რადგან ოპოზიციისთვის არ დაეტოვებინათ სივრცე სპეკულაციისთვის, რომ თითქოს ხელისუფლება კანონს სუბიექტურ ინტერესებს მოარგებდა. ,,დეოლიგარქიზაციის კანონი გახდა სპეკულაციის საგანი პოლიტიკური ოპონენტების მხრიდან. განსაკუთრებით, რადიკალური ოპოზიციური ჯგუფების მხრიდან. ჩვენ, რომ გამოგვეგონა ახალი ვერსია, ახალი საკითხები და დაგვეინიცირებინა, ახალი გამოგონება გაგვეკეთებინა, რადიკალური ჯგუფები იტყოდნენ, რომ ეს არ არის მათთვის მისაღები. რომ უნდა აგვეღო უკრაინული მოდელი, რომელიც არის ობიექტურ პარამეტრებზე დაფუძნებული და მიგვეღო. ჩვენ წინასწარ, რა თქმა უნდა, გავთვალეთ ის, რომ ასეთი სპეკულაცია დაიწყებოდა და, ამიტომ ამ მიდგომით არ წავედით. რაიმე კითხვის ნიშნები, რომ არ გაჩენილიყო, რომ ჩვენ რაღაც ისე დავწერეთ, როგორც ჩავთვალეთ საჭიროდ, ამიტომ ავდექით და აბსოლუტურად ობიექტურ პარამეტრებზე დაფუძნებული პროექტი, როგორც ეს აქვს უკრაინას მიღებული, გადმოვიტანეთ ქართულ საკანონმდებლო სივრცეში. რაც შეეხება კიდევ დამატებით, თუ რატომ უკრაინული მოდელი? იმიტომ, რომ ევროპული სტრუქტურების მხრიდან გაკეთდა ოფიციალური განცხადებები, რომ ის გზა, რომელიც უკრაინამ აირჩა დეოლიგარქიზაციის კანონის მიღებით, არის სწორი. ეს არის ოფიციალური განცხადებები და კიდევ უფრო მეტი, უკრაინას მოუწოდეს, რომ მათ დაიწყონ ამ მიღებული კანონის იმპლემენტაცია ცხოვრებაში. თუკი ევროპული სტრუქტურები, საითაც ჩვენ მივისწრაფით, პრინციპებს და კანონის მიღებას დეოლიგარქიზაციაზე სწორად აფასებენ, მაშინ ჩვენ გვაქვს მოლოდინი , რომ საქართველოსთან მიმართებაში ეს იგივე შეფასებას დაიმსახურებს. კიდევ, დამატებითი ერთი არგუმენტი, ჩვენ, რა თქმა უნდა, გვაქვს კომუნიკაცია ჩვენს პარტნიორებთან და მეგობარ ქვეყნებთან და მოლდოვა, ასევე მიიღებს, დიდი ალბათობით, კანონს დეოლიგარქიზაციის შესახებ. მოლდოვასაც ჩვენი ინფორმაციით გადაწყვეტილი აქვს, ამ საკითხის კანონის მიღების გზით დარეგულირება და აქაც, დიდი ალბათობით, ეს იქნება იგივე უკრაინული მოდელი, რომელიც მიღებული იქნება მოლდოვაში,’’ - განაცხადა ოხანაშვილმა.
ყირიმში, ნავთობბაზისა და ბორნის დაბომბვის შემდეგ, მათ შეწყვიტეს საწვავის გაყიდვა და დახურეს ქერჩის გადასასვლელი
აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმი - თბილისიდან მშვიდობა მხოლოდ ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმებაა
ალბანეთში ათიათასობით ადამიანმა კუშნერ-ივანკა ტრამპთან დაკავშირებული კურორტის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართა
მოვითხოვთ, 4 ოქტომბრის საქმის საფუძვლიან და ობიექტურ გადახედვას - მეცნიერებათა აკადემია
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
უკრაინის სამივე ყოფილმა პრეზიდენტმა კუჩმამ, იუშენკომ და პარაშენკომ პოლონეთის უმაღლეს ჯილდოზე უარი თქვეს
ბუდანოვმა ნავროცკის გადაწყვეტილების შემდეგ პოლონეთიდან ჯილდო დააბრუნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)