2022-11-02 17:07:17, 765 ნახვა
პოლიტიკა
ლექსმანი - გვარამიას საქმე კითხვის ნიშნის ქვეშ საქართველოს ევროპულ გზას აყენებს
ნიკა გვარამიას საქმე კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს საქართველოს ევროპულ გზას.- ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, მირიამ ლექსმანმა განაცხადა.
მისივე თქმით, ეს შერჩევითი მართლმსაჯულების კიდევ ერთი მაგალითია.
"უკიდურესად შეძრწუნებული ვარ ნიკა გვარამიას სასჯელის ძალაში დატოვების გადაწყვეტილებით, რომელიც გაყალბებულ ბრალდებებს ეფუძნება. ეს შერჩევითი მართლმსაჯულების კიდევ ერთი მაგალითი კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს საქართველოს ევროპულ გზას". - ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლომ „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია პატიმრობაში დატოვა. მოსამართლეთა კოლეგიამ მერაბ ჯორბენაძის, ლავრენტი მაღლაკელიძისა და დავით მამისეიშვილის შემადგენლობით, სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც გვარამიას სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავებოდა, ძალაში დატოვა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,