19:00 - 21 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-11-02 16:20:22, 794 ნახვა

პოლიტიკა
არჩილ თალაკვაძე დეოლიგარქიზაციის კანონზე - მოლდოვაც გეგმავს, უკრაინული მოდელი გაითვალისწინოს

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის არჩილ თალაკვაძის თქმით, დეოლიგარქიზაციის კანონის უკრაინული მოდელის გათვალისწინებას მოლდოვაც გეგმავს - ამის შესახებ არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. 

მისი თქმით, ახლა აღმოჩნდა თურმე, რომ რადიკალური ოპოზიციისთვის მიუღებელია ეს მოდელი.

„რადიკალური ოპოზიცია შეტევაზე იყო გადმოსული,  ხმამაღალი განცხადებებით მოგვიწოდებდნენ, დროზე მიიღეთ კანონი და შექმენით მექანიზმიო. როდესაც ჩვენ გამოვხატეთ მკაფიო პოლიტიკური ნება და ავიღეთ ის მოდელი, რომელიც თავის დროზე ევროკავშირის ჩართულობით და რეკომენდაციით მიიღო უკრაინამ, წაიკითხეს ეს კრიტერიუმები და  კანონი და მათ რიგებში რამდენიმე პოტენციური ოლიგარქი აღმოაჩინეს. შესაბამისად, იმ პოტენციურმა ოლიგარქებმაც აღმოაჩინეს, რომ ეს კანონი თუ იქნება მიღებული, პირველ რიგში სწორედ მათ, შავი ფულის დაფინანსებით, მედიის მართვის და პარტიებში ჩარევის მხრივ ექმნებათ პრობლემები.
მოლდოვაც გეგმავს, რომ უკრაინული მოდელი გაითვალისწინოს. ახლა აღმოჩნდა თურმე, რომ რადიკალური ოპოზიციისთვის მიუღებელია ეს მოდელი. ისინი ამბობენ, ჩვენ ჩვენი ქართული მოდელი უნდა შევქმნათო. ეს ქართული მოდელი მათ ფანტაზიაში და მათი გადმოსახედიდან არის ორ სიტყვიანი კანონის მიღება, სადაც ჩაწერილი იქნება მხოლოდ სახელი და გვარი“ - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ყირიმში, ნავთობბაზისა და ბორნის დაბომბვის შემდეგ, მათ შეწყვიტეს საწვავის გაყიდვა და დახურეს ქერჩის გადასასვლელი
აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმი - თბილისიდან მშვიდობა მხოლოდ ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმებაა
ალბანეთში ათიათასობით ადამიანმა კუშნერ-ივანკა ტრამპთან დაკავშირებული კურორტის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართა
მოვითხოვთ, 4 ოქტომბრის საქმის საფუძვლიან და ობიექტურ გადახედვას - მეცნიერებათა აკადემია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics