|
2022-11-02 12:10:01, 1100 ნახვა
საზოგადოება
კალაძე - მოვუწოდებ მოსახლეობას, მოგვმართონ ავტოფარეხების აღების თხოვნით და მათ ადგილას რეკრეაციულ სივრცეებს მოვაწყობთ
გლდანის რაიონში, მესამე მიკრორაიონში რამდენიმე საცხოვრებელ კორპუსთან მდებარე ავტოფარეხების დემონტაჟი განხორციელდა, რის შემდეგაც, რეკრეაციული სივრცე მოეწყო. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, დაახლოებით, 1 500 კვადრატულ მეტრ ფართობზე სხვადასხვა ზონა მოეწყო, სკვერისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა განთავსდა და გამწვანების სამუშაოები ჩატარდა. „ბოლო წლებში სკვერების განახლება-მოწესრიგების არაერთი პროექტი განვახორციელეთ. დავიბრუნეთ რეკრეაციული სივრცეები, რომლებიც გასხვისებული იყო და სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობდა. ეს მიდგომა და დამოკიდებულება მომავალშიც გაგრძელდება, რადგან ჩვენ ქალაქს, შვილებს მწვანე სივრცეები ძალიან სჭირდება. ამჯერად, გლდანის რაიონში, მესამე მიკრორაიონის მე-12, მე-13, მე-13ა კორპუსებთან ავტოფარეხების ნაცვლად, კიდევ ერთი სკვერი მოეწყო. პროექტის ფარგლებში, დაახლოებით, 1 500 კვადრატულ მეტრ ფართობზე მოეწყო ბავშვთა გასართობი ზონები, ფიტნეს სივრცე, მოსასვენებელი პავილიონი, საქანელები, დამონტაჟდა გარე განათებისა და სარწყავი სისტემები. ჩატარდა გამწვანების სამუშაოები. ასევე, განთავსდა სკვერისთვის საჭირო სხვა ინფრასტრუქტურა“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა. ამასთან, კახა კალაძემ დედაქალაქის მოსახლეობას კიდევ ერთხელ მოუწოდა, რომ ავტოფარეხების დემონტაჟზე მზაობა გამოთქვან, თბილისის მერიის შესაბამის სამსახურებს მიმართონ და მათ ადგილას რეკრეაციული სივრცეები მოეწყობა. „ავტოფარეხები ძალიან დიდი პრობლემაა, რადგან ეს არის უსახური ნაგებობები, ისინი ეზოების დიდ ნაწილს იკავებენ, ზოგს მოსახლეობა არც იყენებს. 2017 წლიდან დავიწყეთ ავტოფარეხების რეკრეაციული სივრცეებით ჩანაცვლების პროექტი. თუ ადგილობრივი მცხოვრებლების თანხმობა იქნება, დედაქალაქის მერია გამგეობებთან ერთად, სადემონტაჟო სამუშაოებს უსასყიდლოდ ასრულებს და შემდეგ, მოსახლეობასთან შეთანხმებით, სხვადასხვა ტიპის პროექტს ახორციელებს. ამიტომ, კიდევ ერთხელ მოვუწოდებ დედაქალაქის მცხოვრებლებს აქტიურობისკენ“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
ISFED: „ქართულმა ოცნებამ“ 2025 წელს ყველა სხვა პარტიაზე მეტი — 26.5 მილიონი ლარი მიიღო
ოლიმპიურმა ჩემპიონმა და ყოფილმა დეპუტატმა ზურაბ ზვიადაურმა საპატიმრო დატოვა
ბრიტანეთმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესა უკრაინაში ომისა და სომხეთის არჩევნებში ჩარევის მცდელობის გამო
მეუფე შიო - მრავალჯერ გვიფიქრია, როგორ გაუმკლავდეს ეკლესია თანამედროვე გამოწვევებს
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)