2022-10-31 22:15:35, 1449 ნახვა
პოლიტიკა
ნორვეგიის პრემიერ-მინისტრი - არმია გაძლიერებულ საბრძოლო მზადყოფნაზე გადადის
ნორვეგიის არმია გაძლიერებულ საბრძოლო მზადყოფნაზე გადადის. - ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, იონას გაჰრ სტერემ განაცხადა.
მისივე თქმით,მართალია, რუსეთის მხრიდან ნორვეგიის მიმართ საფრთხის კონკრეტული ნიშნები არ არის, თუმცა მზარდი დაძაბულობა ქვეყანას უფრო მოწყვლადს ხდის.
"ნორვეგიის არმია გაძლიერებულ საბრძოლო მზადყოფნაზე გადადის, ეს ბოლო რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში სიტუაციის ყველაზე სერიოზული გართულებაა“. - ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და სახალხო რესპუბლიკის აღიარების შემდეგ, რუსეთმა დაარღვია საერთაშორისოდ აღიარებული უკრაინის სუვერენიტეტი და ომი ბგამოაცხადა. ომს დაწყებიდან დღევანდელ დღემდე არაერთი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,