21:59 - 08 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-10-31 15:13:34, 1808 ნახვა

მსოფლიო
ერდოღანი - თურქეთი, რუსეთის ყოყმანის მიუხედავად, გააგრძელებს ძალისხმევას სასურსათო კრიზისის შესამსუბუქებლად

თურქეთი გააგრძელებს ძალისხმევას შავი ზღვის საშუალებით მარცვლეულის ექსპორტის შეთანხმებისთვის, მიუხედავად რუსეთის ყოყმანისა,- ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.

მისი თქმით, თურქეთში არ იშურებენ ძალისხმევას, რომ ღარიბი ქვეყნებისთვის უკრაინული მარცვლეულის მიწოდების პროცესი არ შეფერხდეს.

"სასურსათო კრიზისის გამო გლობალური წარმოებისა და მიწოდების ქსელებში მუშაობის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს. როგორც ცნობილია, ხორბლის მსოფლიო წარმოების მესამედს უკრაინა და რუსეთი ახორციელებენ. თითოეული თქვენგანი მოწმეა, რომ არ ვიშურებთ ძალისხმევას ეს მარცვლეული შიმშილის საფრთხის წინაშე მყოფ ქვეყნებს მივაწოდოთ. ერთობლივი მექანიზმი რომელიც სტამბულში შევიმუშავეთ ამ ქვეყნებს 9,3 ტონა მარცვლეული უკვე მივაწოდეთ, რაც სასურსათო კრიზისის შემცირებაზე კარგად აისახა. თურქეთი გააგრძელებს ძალისხმევას შავი ზღვის საშუალებით მარცვლეულის ექსპორტის შეთანხმებისთვის, მიუხედავად რუსეთის ყოყმანისა. ამასთან, იმ შემთხვევაშიც კი, თუ რუსეთი იყოყმანებს იმის გამო, რომ მან არ მიიღო იგივე სარგებელი“,- განაცხადა ერდოღანმა.

შეგახსენებთ, რომ შაბათს, 29 ოქტომბერს აფეთქებები გაისმა სევასტოპოლის ყურეში, დროებით ოკუპირებულ ყირიმში. რუსეთმა მომხდარში უკრაინა დაადანაშაულა.

მოგვიანებით, რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტრომ გამოაცხადა, რომ შავი ზღვის ფლოტის გემებზე „შეტევების“ გამო, რუსეთი მარცვლეულის შეთანხმებას ტოვებს.

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთის ფედერაციის მიერ მარცვლეულის ექსპორტის შეჩერებას პროგნოზირებადი უწოდა და მსოფლიოს მკაცრი რეაგირებისკენ მოუწოდა.

უკრაინიდან პროდუქციის გადამზიდავი 218 გემის მოძრაობა დაბლოკილია. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„მადიარი“ კრემლის ერთ-ერთი მთავარი სამიზნეა
ჯანმო: ჰანტავირუსის აფეთქება პანდემიის დასაწყისი არ არის
პოპულარულმა ამერიკულმა ხელოვნური ინტელექტის სისტემამ რუსული ანგარიშების გათიშვა დაიწყო
უკრაინა მოსკოვში აღლუმის დასაცავად საჰაერო თავდაცვის გარეშე დარჩენილი რუსეთში ობიექტების დაბომბვისთვის ემზადება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics