15:58 - 11 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-10-31 11:27:07, 1147 ნახვა

საზოგადოება
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ასაფრენ-დასაფრენი ზოლის რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ ფრენები განახლდა

დავით აღმაშენებლის სახელობის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტმა ასაფრენ-დასაფრენი ზოლის გეგმური რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ რეისების მიღება განაახლა. საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ცნობით, პირველი რეისი გვიან ღამით მინსკიდან შესრულდა, რომელსაც  80 მგზავრი ჩამოჰყვა, ქუთაისიდან კი 92 - გაფრინდა. დღეს, 12:30 ზე რეისი ათენიდან შესრულდება, 13:30 ზე კი, ბორტი ქუთაისიდან ლარნაკაში გაფრინდება. 

"ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ასაფრენ-დასაფრენი ზოლის რეაბილიტაცია გუშინ დასრულდა. რეაბილიტაციის პროცესში მოხდა ასფალტობეტონის საფარის დაზიანებული ადგილების ფრეზირება. საფუძველზე, სადაც ყველაზე მეტად იყო ბეტონის ფილები დაზიანებული, მოხდა ფილის დემონტაჟი. ამავე ფართზე გამაგრდა საფუძველი ცემენტნარევი ქვიშა ღორღით. ასაფრენ-დასაფრენი ზოლის შუა ნაწილში ორ ფენად დაიგო 80მმ სისქის მსხვილმარცვლოვანი ასფალტობეტონის საფარი. ასევე, ასაფრენ-დასაფრენი ზოლის ცენტრალურ უბანზე წვრილმარცვლოვანი მოდიფიცირებული ასფალტობეტონის 50მმ სისქის საფარი გაკეთდა. გუშინვე დასრულდა ასაფრენ-დასაფრენი ზოლის მარკირება, რის შემდეგაც ფრენების მიღება შესაძლებელი გახდა.

რეაბილიტაციის პროექტის ბიუჯეტი 8 მლნ ლარი იყო, რომელიც ქუთაისის აეროპორტის ოპერატორმა კომპანია - საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ საკუთარი შემოსავლებიდან დაფარა. სარეაბილიტაციო სამუშაოები კომპანია ბლექ სი გრუპმა განახორციელა. ქუთაისის აეროპორტის ასაფრენ-დასაფრენი ზოლის რეაბილიტაციის პერიოდში, 3 კვირის განმავლობაში, ფრენები თბილისის აეროპორტიდან სრულდებოდა", - ნათქვამია აეროპორტების გაერთიანების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ISFED: „ქართულმა ოცნებამ“ 2025 წელს ყველა სხვა პარტიაზე მეტი — 26.5 მილიონი ლარი მიიღო
ოლიმპიურმა ჩემპიონმა და ყოფილმა დეპუტატმა ზურაბ ზვიადაურმა საპატიმრო დატოვა
ბრიტანეთმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესა უკრაინაში ომისა და სომხეთის არჩევნებში ჩარევის მცდელობის გამო
მეუფე შიო - მრავალჯერ გვიფიქრია, როგორ გაუმკლავდეს ეკლესია თანამედროვე გამოწვევებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics