|
2022-10-29 13:35:40, 1165 ნახვა
მსოფლიო
უკრაინის ელჩი ბრიტანეთში - რიში სუნაკი უკრაინაში ვიზიტს გეგმავს
ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი, რიში სუნაკი უკრაინაში ვიზიტს გეგმავს,- ამის შესახებ ინფორმაციას გაერთიანებულ სამეფოში უკრაინის ელჩის, ვადიმ პრისტაიკო ავრცელებს. მისი თქმით, სუნაკის უკრაინაში ვიზიტისთვის მზადება დაწყებულია, ხოლო პირველი სახელმწიფო ლიდერი, ვისაც სუნაკმა პრემიერად არჩევის შემდეგ დაურეკა, ეს ვოლოდიმირ ზელენსკი იყო. "ვიცი, რომ ძალიან კარგი საუბარი იყო, რომლის დროსაც შევთანხმდით, რომ რიში სუნაკი უკრაინას ეწვევა. ზუსტად როდის მოხდება ეს? ამაზე უკვე ვმუშაობთ ჩვენს კოლეგებთან გაერთიანებული სამეფოს მთავრობიდან",- განაცხადა პრისტაიკომ. ცნობისთვის, 26 ოქტომბერს, უკრაინის პრეზიდენტ, ვოლოდიმირ ზელენსკისა და ბრიტანეთის ახლად არჩეულ პრემიერ-მინისტრ, რიში სუნაკს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა, რა დროსაც ზელენსკიმ ის უკრაინაში მიიწვია.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)