|
2022-10-29 12:18:58, 1059 ნახვა
საზოგადოება
შსს-ს სტრუქტურულ დანაყოფებში აშშ-ს ილინოისის შტატის პოლიციის დირექტორმა სამუშაო შეხვედრები გამართა
საქართველოში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში მყოფმა ამერიკის შეერთებული შტატების ილინოისის პოლიციის დირექტორმა ბრენდან კელიმ შს სამინისტროს სხვადასხვა სტრუქტურული დანაყოფის ხელმძღვანელ პირებთან გაცნობითი შეხვედრა გამართა. შსს-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში, ილინოისის პოლიციის დირექტორი ეწვია შსს-ს აკადემიის, ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის და საექსპერტო-კრიმინალისტიკური პოლიციის დეპარტამენტებს. „შეხვედრების დროს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა ბრენდან კელის დეტალურად გააცნეს დეპარტამენტების სტრუქტურა და საქმიანობის სპეციფიკა, ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობის, დისკრიმინაციული ნიშნით ძალადობის, საექსპერტო-კრიმინალისტიკური, ორგანიზებული დანაშაულის, ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის, არასრულწლოვანთა მიერ და მიმართ ჩადენილი ძალადობის და სხვა მიმართულებებით საქართველოში არსებული მდგომარეობა. ბრენდან კელისთან ერთად, შეხვედრებს ასევე ესწრებოდნენ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობის საერთაშორისო ბიუროს (INL) დირექტორი სარა რუპერტი და პოლიციის საკითხებში უფროსი მრჩეველი ერიკ საივეკი. ვიზიტის ფარგლებში, ბრენდან კელიმ დაათვალიერა შსს-ს აკადემია, საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ლაბორატორია, საპატრულო ეკიპაჟის აღჭურვილობა და გაეცნო ერთიანი მომსახურების ცენტრის მუშაობის სპეციფიკასა და არსებულ სერვისებს. შეხვედრების დასასრულს, შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა მადლობა გადაუხადეს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობის საერთაშორისო ბიუროს (INL) სამინისტროს შესაძლებლობების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის. ბრენდან კელი 2019 წლიდან არის ილინოისის პოლიციის მე-8 დირექტორი. როგორც დირექტორი, იგი მთელი შტატის მასშტაბით ხელმძღვანელობს საზოგადოებრივი უსაფრთხოების სააგენტოს, კრიმინალური გამოძიების, საპატრულო, საექსპერტო, სასამართლო სერვისების, 911-ის, აკადემიის, სატრენინგო და სხვა მიმართულებებს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
შიო მუჯირი 22 ხმით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი გახდა
ISFED: „ქართულმა ოცნებამ“ 2025 წელს ყველა სხვა პარტიაზე მეტი — 26.5 მილიონი ლარი მიიღო
ოლიმპიურმა ჩემპიონმა და ყოფილმა დეპუტატმა ზურაბ ზვიადაურმა საპატიმრო დატოვა
ბრიტანეთმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესა უკრაინაში ომისა და სომხეთის არჩევნებში ჩარევის მცდელობის გამო
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)