2022-10-28 19:35:06, 1174 ნახვა
პოლიტიკა
ყირიმში Россия сегодня-ს და Газеты.ру-ს ყოფილი მთავარი რედაქტორი, რუსი პროპაგანდისტი, სვეტლანა ბაბაევა დაიღუპა
ყირიმში Россия сегодня-ს და Газеты.ру-ს ყოფილი მთავარი რედაქტორი, სვეტლანა ბაბაევა დაიღუპა. - ამია შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
მათივე თქმით, ბაბაევა ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა.
მოუსვენარი სვეტა. იყო უმაღლესი სტანდარტის პროფესიონალი, სუფთა ჟურნალისტური ბიოგრაფიით. გულთბილი ადამიანი, რომელიც გულმოდგინედ იდგა რუსეთის გვერდით. სურდა მხარი დაეჭირა ჩვენი გმირებისთვის". - ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და სახალხო რესპუბლიკის აღიარების შემდეგ, რუსეთმა დაარღვია საერთაშორისოდ აღიარებული უკრაინის სუვერენიტეტი და ომი გამოაცხადა. ომს დაწყებიდან დღევანდელ დღემდე არაერთი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,