14:43 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-10-28 16:55:47, 1099 ნახვა

მსოფლიო
პუტინი - ყველაფერს ვაკეთებთ, რათა მივაღწიოთ ბაქოსა და ერევანს შორის ურთიერთობების ნორმალიზებას

ჩვენ დღეს ყველაფერს ვაკეთებთ, რათა მივაღწიოთ ბაქოსა და ერევანს შორის ურთიერთობების ყოვლისმომცველ ნორმალიზებას, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა.

როგორც პუტინმა კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის საბჭოს რიგგარეშე სესიაზე, ვიდეოკონფერენციის საშუალებით სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, აზერბაიჯანი, სომხეთი ისევე, როგორც რუსეთი ახლო წარსულში ერთიანი სახელმწიფოს შემადგენლობაში შედიოდნენ და ამის არგათვალისწინება შეუძლებელია. 

"ყველა საკმაოდ რთულ მდგომარეობაში ვიმყოფებით, თუმცა რუსეთისთვის ახლობელ სახელმწიფოებს შორის უთანხმოებებისა და პრობლემებისგან განზე დარჩენა არ შეგვიძლია.

ზოგადად, ჩვენ დაინტერესებულები ვართ, რომ სამხრეთ კავკასია იყოს მშვიდი და სტაბილურად განვითარებადი რეგიონი“, - განაცხადა ვლადიმერ პუტინმა. 

მისივე თქმით, მშვიდობისკენ მიმავალ ერთადერთ და რეალისტურ გზას ისევე, როგორც სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების ნორმალიზების მთავარ პირობას სამმხრივი შეთანხმების თანმიმდევრულად შესრულება წარმოდგენს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ზელენსკის თქმით, უკრაინამ მოსკოვის რეგიონში მდებარე დუბნას კოსმოსური კომუნიკაციების ცენტრს მეორედ დაარტყეს
კახა კალაძე; პეტერ ფიშერი არის მაგალითი იმისა, თუ როგორი არ უნდა იყოს ელჩი
ნატა ფერაძე: ბერას გინებაზე 3 000 ლარით დამაჯარიმეს
ეკატერინე ივანიშვილი მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედის მიმართვას პასუხობს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics