16:17 - 11 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-10-28 15:53:41, 1475 ნახვა

საზოგადოება
შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, 1-ელ ნოემბერს ფიზიკურ პირთა ქონების გადასახადის დეკლარაციების წარდგენის ვადა იწურება

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, 1-ელ ნოემბერს იწურება საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული, ფიზიკური პირის ქონების გადასახადის წლიური დეკლარაციის წარდგენის ვადა.

მათივე ცნობით, დეკლარაციის წარდგენა ევალება ფიზიკურ პირს, მათ შორის მეწარმე ფიზიკურ პირს: თუ, მას საქართველოს ტერიტორიაზე გააჩნია დასაბეგრი ქონება და ამ პირის ოჯახის წინა წლის შემოსავლები აღემატება 40 000 ლარს. ასევე, თუ ფიზიკურ პირს საქართველოს ტერიტორიაზე გააჩნია დასაბეგრი მიწა, მიუხედავად შემოსავლების ოდენობის.

„ქონების (მათ შორის მიწის) გადასახადის გადამხდელი ფიზიკური პირები ვალდებული არიან, წარმოადგინონ ფიზიკურ პირთა ქონების გადასახადის წლიური დეკლარაცია არა უგვიანეს, მიმდინარე წლის 1 ნოემბრისა და გადაიხადონ კუთვნილი გადასახადი არა უგვიანეს 15 ნოემბრისა.

ფიზიკური პირის მიერ ქონების გადასახადის ელექტრონულად დეკლარირება შესაძლებელია, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ვებგვერდის საშუალებით www.rs.ge

დეტალური ინფორმაცია, ფიზიკურ პირთა მიერ ქონების გადასახადის გამოანგარიშებისა და გადახდის წესის შესახებ, ასევე, ვიდეო ინსტრუქცია და გზამკვლევი შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულებზე:

ფიზიკური პირის ქონების გადასახადის 2021 წლის დეკლარაციის წარდგენა: https://www.youtube.com/watch?v=Nyolnwxo2iU

ქონების გადასახადის დეკლარაციის შევსება:

https://www.youtube.com/watch?v=YjUGpZnSPYE

ვებგვერდის მეშვეობით ფიზიკური პირებისთვის საკუთარი შემოსავლებისა და ქონების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: https://rs.ge/PersonsTaxes?cat=2&tab=1

კითხვა-პასუხი

https://rs.ge/PersonsTaxFAQ?cat=5&tab=1

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური მოგმართავთ თხოვნით, მაქსიმალურად გამოიყენოთ დისტანციური წვდომის შესაძლებლობა“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
შიო მუჯირი 22 ხმით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი გახდა
ISFED: „ქართულმა ოცნებამ“ 2025 წელს ყველა სხვა პარტიაზე მეტი — 26.5 მილიონი ლარი მიიღო
ოლიმპიურმა ჩემპიონმა და ყოფილმა დეპუტატმა ზურაბ ზვიადაურმა საპატიმრო დატოვა
ბრიტანეთმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესა უკრაინაში ომისა და სომხეთის არჩევნებში ჩარევის მცდელობის გამო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics