22:57 - 21 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-10-28 15:33:02, 884 ნახვა

პოლიტიკა
დეგნანი - კარგი იქნება, თუ გვექნება პირდაპირი მიმოსვლა, ეს გახდება დამაკავშირებელი ხიდი აშშ-სა და საქართველოს შორის

აშშ-სა და საქართველოს შორის პირდაპირ რეისებზე მოლაპარაკებები ისევ განახლდა. ამის შესახებ აშშ-ს ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა ამერიკა-საქართველოს ბიზნესის საბჭოს მიერ გამართულ ღონისძიებაზე ისაუბრა.

დიპლომატი ვერ ასახელებს პერიოდს, როდისთვისაც პირდაპირი რეისის დანიშვნა იგეგმება, თუმცა ამბობს, რომ ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ორივე ქვეყნის ურთიერთობისთვის. 

"ვინც მგზავრობს აშშ-დან საქართველოს მიმართულებით და პირიქით, ფიქრობს, რომ კარგი იქნება, თუ გვექნება პირდაპირი მიმოსვლა... ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნების ურთიერთობისთვის და უფრო მეტად დამაკავშირებელი ხიდი აშშ-სა და საქართველოს შორის. ხშირად რთულია ამერიკელების დარწმუნება, რომ ჩამოვიდნენ საქართველოში მანძილის გამო. მაგრამ ერთხელ თუ ჩამოვა, შემდეგ კიდევ მოდის ხოლმე ხალხის სტუმართმოყვარეობის გამო", - ამბობს დეგნანი.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ყირიმში, ნავთობბაზისა და ბორნის დაბომბვის შემდეგ, მათ შეწყვიტეს საწვავის გაყიდვა და დახურეს ქერჩის გადასასვლელი
აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმი - თბილისიდან მშვიდობა მხოლოდ ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმებაა
ალბანეთში ათიათასობით ადამიანმა კუშნერ-ივანკა ტრამპთან დაკავშირებული კურორტის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართა
მოვითხოვთ, 4 ოქტომბრის საქმის საფუძვლიან და ობიექტურ გადახედვას - მეცნიერებათა აკადემია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics