|
2022-10-27 13:57:33, 1235 ნახვა
ეკონომიკა
„საქართველოს ბანკმა“ გაეროს განვითარების პროგრამასთან (UNDP) თანამშრომლობით მეწარმე ქალთა მესამე ნაკადის გადამზადება დაიწყო
„საქართველოს ბანკი“ მეწარმე ქალთა ხელშეწყობას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამ მიზნით, შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით, გაეროს განვითარების პროგრამასთან (UNDP) ერთად, მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის მესამე ნაკადის გადამზადება დაიწყო. პროექტის მესამე ნაკადი ინოვაციური იდეებით სავსე 25 მეწარმე ქალს უმასპინძლებს. პროგრამა თეორიულ და პრაქტიკულ კომპონენტებს აერთიანებს. მის ფარგლებში 200 მეწარმე ქალი შეძლებს გაიუმჯობესოს ციფრული უნარები, უკეთ გამოავლინოს საკუთარი შესაძლებლობები და წვლილი შეიტანოს ქვეყნის ეკონომიკური დოვლათის შექმნაში. პროგრამა მეწარმე ქალებისთვის 360°-იან მხარდაჭერის მოდელს მოიაზრებს. ეს უნიკალური მოდელი ახლად შექმნილი საწარმოს მხარდაჭერის სრულ ციკლს ითვალისწინებს და ოთხ ძირითად სფეროს მოიცავს - თეორიულ განათლებას, პრაქტიკული უნარების ჩამოყალიბებას, დაფინანსებაზე წვდომასა და ძლიერი საპარტნიორო ქსელის შექმნას. აღნიშნული პროექტის ფარგლებში საქართველოს ბანკმა UNDP-სთან ერთად 3 ბიზნესკურსი შეიმუშავა, რომელთა გავლაც მონაწილეებს ონლაინ შეუძლიათ. ეს კურსებია: საბაზისო ციფრული რესურსები; ეფექტიანი კომუნიკაცია და მეწარმეობის საწყისები. "მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა, წინასწარი კვლევების საფუძველზე, მათი საჭიროებების გათვალისწინებით შეიქმნა. პროგრამა მცირე და საშუალო ბიზნესის როგორც დამწყებ, ასევე უკვე წარმატებულ მეწარმე ქალებს აერთიანებს და მათ ბიზნესის გაძლიერებისა და მდგრადი განვითარების შესაძლებლობას აძლევს. გარდა ბიზნესუნარებისა, პროგრამა მონაწილეებს ფსიქოლოგებისა და ქოუჩების ჩართულობით პიროვნული უნარების განვითარებაშიც ეხმარება. დარწმუნებული ვართ, პროგრამა მნიშვნელოვან როლს ითამაშებს მეწარმე ქალების გაძლიერებაში და მათი ბიზნესის სამომავლო წარმატებაში", - განაცხადა „საქართველოს ბანკის“ მცირე და საშუალო ბიზნესის დამატებითი ღირებულების სერვისების განვითარების დეპარტამენტის პროექტების მენეჯერმა, თეა ხოშტარიამ. „ღრმად დარწმუნებული ვარ, რომ ქალთა გაძლიერება ეკონომიკის გაჯანსაღების, ადამიანების კეთილდღეობის ზრდისა და თანასწორობის განმტკიცების გზაა. იმედი მაქვს, რომ „მეწარმე ქალთა პროგრამა“ წარმატებული ბიზნეს-პროექტების ტალღას შექმნის, რომლებიც მნიშვნელოვან წვლილს შეიტანენ სოციალური და ეკონომიკური კეთილდღეობის შექმნის საქმეში“, - აღნიშნა გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მუდმივმა წარმომადგენელმა საქართველოში, ნიკ ბერესფორდმა. „მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა“ „საქართველოს ბანკის“, შვედეთის და UNDP-ის ფინანსური ხელშეწყობით შეიქმნა და ქალთა ეკონომიკური გაძლიერების ხელშეწყობას და გენდერული თანასწორობის მხარდაჭერას ისახავს მიზნად.
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
უკრაინაში დაღუპული ბაჩო ბებია და დავით ღოღაძე სამშობლოში ჩამოასვენეს
პროკურატურა ამტკიცებს რომ ღობის საქმის პროკურორზე მამის ბიზნესების გამო, თავდასხმა ხორციელდება
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ შეუტია ოდესის ოლქის საპორტო ინფრასტრუქტურას
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)