16:32 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-10-26 17:33:22, 1492 ნახვა

ომი უკრაინაში
რუსული მედია - რუსეთის სტრატეგიული შეკავების ძალებმა საპასუხო ბირთვული დარტყმის წვრთნა ჩაატარეს

რუსეთის სტრატეგიული შეკავების ძალებმა საპასუხო ბირთვული დარტყმის განხორციელების წვრთნა ჩაატარეს, - აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

მედიის ცნობით, სწავლება რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის ხელმძღვანელობით გაიმართა.

როგორც თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ განაცხადა, სტრატეგიული შეკავების ძალებმა მოწინააღმდეგის ბირთვული თავდასხმის საპასუხოდ მასირებული ბირთვული დარტყმის განხორციელების წვრთნა ჩაატარეს.

რუსეთის გენშტაბის ცნობით, სწავლებაში ჩართული იყო სტრატეგიული დანიშნულების სარაკეტო ძალების მობილური სახმელეთო სარაკეტო კომპლექსი Ярс-ი, ჩრდილოეთ ფლოტის სტრატეგიული წყალქვეშა ნავი „ტულა“, ორი სტრატეგიული ბომბდამშენი Ту-95МС.

სამხედროებმა ბალისტიკური რაკეტები პლესეცკის კოსმოდრომიდან და ბარენცის ზღვის აკვატორიიდან გაუშვეს.

ცნობისთვის, პუტინის ხელმძღვანელობით რუსეთის სტრატეგიული შეკავების ძალების წინა წვრთნა უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიან ინტერვენციამდე რამდენიმე დღით ადრე, 19 თებერვალს ჩატარდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ხაბაროვსკის მხარეში ბუჩას ხოცვა-ჟლეტაში მონაწილე გენერლის აფეთქების მცდელობა იყო
სარჯველაძე - ევროპის წამლის სააგენტომ უარი თქვა ელევიდისის პირობით რეგისტრაციაზეც
თიბისის ბიზნეს მობაილბანკს ინვოისების მართვის ფუნქციონალი დაემატა
აქციაზე გზის გადაკეტვის გამო 3 პირს ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics