|
2022-10-26 17:04:42, 823 ნახვა
საზოგადოება
უკრაინელთა სოციალური დახმარება და ბინით უზრუნველყოფა 1 800 000, ხოლო მათი დროებითი საცხოვრებელი 200 000 ლარით დაფინანსდა
უკრაინის მოქალაქე და უკრაინაში მუდმივი ცხოვრების უფლების მქონე ყველა პირი, რომელიც აკმაყოფილებს 15 ივლისის მთავრობის განკარგულებით განსაზღვრულ კრიტერიუმებს და მოგვმართა დახმარების მოთხოვნით დაკმაყოფილებულია, - ამის შესახებ დევნილთა სააგენტოში აცხადებენ. სააგენტოს ცნობით, პროგრამის განხორციელების პროცესში შეფერხება არ არსებობს და დღეის მდგომარეობით, 2064 ოჯახს (4050 პირს) დახმარება უკვე გაეწია. "15 ივლისის შემდეგ, დაახლოებით 1 800 000 ლარით დაფინანსდა უკრაინელთა სოციალური დახმარება და ბინით უზრუნველყოფა, 200 000 ლარით დაფინანსდა მათი დროებითი საცხოვრებელი, ხოლო დაახლოებით 800 000 ლარით მათთვის გაწეული სამედიცინო სერვისები. ამასთან, 2022 წლის 25 ოქტომბერს გამართულ მთავრობის სხდომაზე 6 თვის ვადით გახანგრძლივდა უკრაინის მოქალაქეთა და უკრაინაში მუდმივი ცხოვრების უფლების მქონე პირთათვის სოციალურ-ეკონომიკური მხარდაჭერის პროგრამა. სახელმწიფო პროგრამის პარალელურად, დევნილთა სააგენტო აქტიურად თანამშრომლობს საერთაშორისო ორგანიზაციებთან და უკრაინის მოქალაქეების დახმარების პროცესი კოორდინირებულ რეჟიმში მიმდინარეობს. სააგენტო, ასევე, შუამდგომლობს იმ მოქალაქეებთან რომლებიც ვერ აკმაყოფილებენ მთავრობის განკარგულებით განსაზღვრულ კრიტერიუმებს, მაგრამ შესაძლებლობა აქვთ ისეთ ორგანიზაციებს მიმართონ როგორებიცაა გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის წარმომადგენლობა საქართველოში (UNHCR), World Vision საქართველო, ASB საქართველო და ქეა კავკასია, რომლებიც ასევე ფინანსურ დახმარებას უწევენ მათ. გამოქვეყნებულ წერილში მითითებული პიროვნებებიდან, სააგენტოს მხრიდან ფინანსური დახმარება სრულად მიღებული აქვს უკრაინის 10 მოქალაქეს, რომლებიც მთავრობის განკარგულებით განსაზღვრულ კრიტერიუმებს აკმაყოფილებენ. სააგენტოს ყოველდღიური კავშირი აქვს საერთაშორისო ორგანიზაციებთან და მათი მხრიდანაც დასტურდება, რომ უკრაინელი ლტოლვილების დახმარების პროცესი შეუფერხებლად მიმდინარეობს", - ნათქვამია დევნილთა სააგენტოს ინფორმაციაში.
კობახიძე - დღეს ჩვენი ეროვნული და სულიერი ცხოვრების ისტორიული ფურცელი გადაიშალა
ბიძინა და ეკატერინა ივანიშვილები შიო მესამეს - დღეიდან თქვენ გაკისრიათ საპატიო მისია, უხელმძღვანელოთ დედა ეკლესიას, იყოთ ერის და ბერის სულიერი მამა
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
შიო მუჯირი 22 ხმით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი გახდა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)